ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუჯატა მეჰტამ ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართა

„ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუჯატა მეჰტამ, რომელმაც საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ინდოეთის საგარეო პოლიტიკისა და საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები გააცნო.