საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მექსიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

20.09.2017 თბილისი, საქართველო - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი. 


საქართველო და შვედეთის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

20.09.2017 - ​საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და შვედეთის საგარეო უწყებებმა მინისტრების მისალოცი წერილები გაცვალეს.


გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე განაგრძობს შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან

20.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. 


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის მიერ შრი ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტურ რესპუბლიკაში ჩატარებული ვიზიტის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, 2017 წლის 18 სექტემბერს შრი ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა შრი ლანკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ვასანთ...


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

19.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ -მიხეილ ჯანელიძე შეხვდა იორდანიის, ინდონეზიის, იემენის, სამოას, ტოგოსა და იამაიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

18.09.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპსთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ზეცსთან. 


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

16.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 18-22 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი იმართება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ასამბლეის გენერა...