სტაჟირების კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2015 წლის 4 დეკემბერს აცხადებს სტაჟირების კონკურსს:
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის შესწავლის, შემდგომში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.
აპლიკაციების მიღების ვადაა 2015 წლის 4 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- ტესტირება ინგლისურ ენაში;
- გასაუბრება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა
- ავტომანქანის მართვის მოწმობა;
- ფიზიკური ჯანმრთელობა;
კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში - (www.hr.gov.ge) „დამატებითი დოკუმენტაცია“ აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ კანდიდატს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, აუცილებელია აიტვირთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- თუ კანდიდატს გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, აუცილებელია აიტვირთოს სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო ბილეთი).
სასურველია:
- მეორე უცხო ენის ცოდნა;
- ზოგადი განათლების და ფიზიკური მომზადების მაღალი დონე;
- დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში, სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების ძალებში მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის გამოცდილება;
- სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.
კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mfa.gov.ge).
დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 -14 სთ) შემდეგ ტელეფონებზე:
(+995 32) 2-94-50-00 (შიდა 29-01; 29-02; 29-03)
ელფოსტა: interns@mfa.gov.ge
აუცილებელია კანდიდატებმა შევსებული აპლიკაციები გადმოაგზავნონ (www.hr.gov.ge) ვებ-გვერდის მეშვეობით.