საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 2018 წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად, საზღვარგარეთ  საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადაა - 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი). შესაბამისად, მ.წ. 11 ნოემბრის ჩათვლით - მოქალაქეებს შეუძლიათ  მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის  (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საარჩევნო მიზნებისათვის,ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე განაცხადების მიღება დასრულდება 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონ-ლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx) სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების - მათ შორის - საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას.