სავიზო ინფორმაცია არგენტინის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის



საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება არგენტინის რესპუბლიკაში შეუძლია ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს არგენტინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  შესვლის თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღემდე.


გრძელვადიანი ვიზები ვიზა გაიცემა  ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) არგენტინის რესპუბლიკის საელჩოს, ან ქ.სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა) გენერალური საკონსულო სამსახურის მიერ.
 

არგენტინის საიმიგრაციო კანონის შესაბამისად, განმცხადებელმა საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: consulares_eturq@mrecic.gov.ar უნდა მისწეროს წერილი მგზავრობის მიზნისა და ხანგრძლივობის მითითებით. საელჩო განმცხადებელს მიაწვდის საბუთების ნუსხას, რომელიც უნდა წარადგინოს არგენტინის საელჩოში. განმცხადებელი უზრუნველყოფს საელჩოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცის დასკანერებული ფორმით გადაგზავნას ზემოაღნიშნულ ინტერნეტ მისამართზე. მას შემდეგ რაც საელჩო მიიღებს დასკანერებულ დოკუმენტაციას, იგი განმცხადებელს დაუნიშნავს გასაუბრების თარიღს. გასაუბრება უნდა გაიაროს ნებისმიერმა განმცხადებელმა. გამონაკლისი არ დაიშვება.

არგენტინის რესპუბლიკის საელჩოს მისამართი ქ. ანკარაში:

Ugur Mumcu Cad.60/1 - G.O.P. (CP: 06700)
Ankara, Republic of Turkey
ელ-ფოსტა: eturq@mrecic.gov.ar
ტელ: 00 90 312 4462061
00 90 312 4462062
ფაქსი: 00 90 312 4462063

არგენტინის გენერალური საკონსულოს მისამართი ქ.სტამბოლში:

მისამართი: Süzer Plaza Askerocagi cad. No: 9, Kat:16 Elmadag / Sisli 34367, Istanbul, Turkey
ტელ: (+90) 212 243 11 70,
ფაქსი: (+90) 212 243 11 7
ელ-ფოსტა: cges@mrecic.gov.ar, cgestambul@gmail.com