ბელგიის სამეფო

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ბელგიის სამეფოში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ბელგიის სამეფოში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!


საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს გაემგზავროს ბელგიაში  C ტიპის ვიზით (მოკლევადიანი ვიზის მიღების მიზნით- 90 დღემდე ), უნდა მიმართოს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურს .ხოლო D ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე გრძელვადიანი) გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ბელგიის სამეფოს საკონსულო სამსახურის მიერ.
 

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა: http://georgia.nlembassy.org/);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • დამოწმებული მოწვევის ორიგინალი-ასლი;
  • მომწვევის პასპორტის ასლი;
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი (თვიური შემოსავლის მინიმალური თანხა-1.186,37 ევრო);
  • სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
  • საბანკო ამონაწერი ბოლო სამი თვის;
  • ორივე მიმართულებით ბილეთის ჯავშანი;
  • განაცხადის დამუშავების საფასური:35 ევრო;
  • სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის,დაზღვევის მოქმედების ვადა უნდა იყოს 15 კალენდარული დღით მეტი (ორიგინალი და ასლი);
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblisi​ 

ქ. თბილისში ჰოლანდიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ილია ჭავჭავაძს გამზირი N34, პიქსელის ცენტრი, თბილისი
ტელ: 2276200, 2276222
ელფოსტა: tbi-ca@minbuza.nl
ვებ გვერდი: https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblisi​

 

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.minbuza.nl/

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი: https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblisi 

 

გრძელვადიანი ვიზის მიღების მსურველები უნდა დაუკავშირდნენ თურქეთში არსებულ VFS გარე მომსახურების სააგენტოს შემდეგ ნომერზე 0090-212-3735804.


 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ცნობის წარდგენა სავალდებულოა საელჩოში, ანკარაში არსებული ბელგიის საელჩო იღებს მხოლოდ მედი ქლაბის (ჭავჭავაძის გამზ.5 თბილისი, 0179, საქართველო, www.mcg.com.ge) მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობებს.


 

ქ. ანკარაში ბელგიის სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი: http://www.diplomatie.be/ankara/

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://diplomatie.belgium.be/en/

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.