სავიზო ინფორმაცია ბელიზში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბელიზში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ლონდონში (დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) ბელიზის უმაღლესი კომისიის სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი: ერთჯერადი ვიზა-60 ფუნტი, მრავალჯერადი-110 ფუნტი.

ბელიზის ვიზის მიღება აგრეთვე შესაძლებელია ქ.თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო სამსახურში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებ–გვერდზე: https://www.gov.uk/

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
აგრეთვე ბელიზის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mfa.gov.bz/

ბელიზის უმაღლესი კომისიის კოორდინატები ქ. ლონდონში:

მისამართი: Third Floor, 45 Crawford Place, London, W1H 4LP
ტელ: +44(0)20 7723 3603
ფაქსი: +44 (0)20 7723 9637
ელფოსტა: bzhc-lon@btconnect.com
ვებ-გვერდი: http://belizehighcommission.com

ბელიზის საელჩოს ვებ–გვერდი ქ.რომში: http://www.ambasciatabelize.com/servizi_visti_en.asp