სავიზო ინფორმაცია გვატემალას რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება გვატემალას რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), ქ.მადრიდში(ესპანეთის სამეფო), ქ.თელ-ავივში (ისრაელის სახელმწიფო) ან ქ.კაიროში (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) გვატემალის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურში.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 1 ფოტო, ფერადი, 3x4 გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტის ასლი
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ, პორტუგალიურ, ფრანგულ, ესპანურ ან რუსულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (ბოლო 3 თვის საბანკო ამონაწერი);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი: 50 აშშ დოლარი მრავალჯერადი ვიზა/ 25 აშშ დოლარი ერთჯერადი ვიზა;
  • გვატემალის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საელჩოს საკონსულო სამსახურში.

შენიშვნა: გვატემალის ვიზის მიღების შემთხვევაში, გვატემალის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ცენტრალური ამერიკის შემდეგ ქვეყანებში: ელ სალვადორი, ნიკარაგუა და ჰონდურასი.
თუ პირი ფლობს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა ან შენგენის ქვეყნების მრავალჯერად ვიზებს, შეუძლია უვიზოდ გაემგზავროს გვატემალაში ,ზემოაღნიშნული ვიზების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.(ამ შემთხვევაში, აუცილებელია გვატემალის საკონსულოდან წინასწარი შეტყობინების მიღება).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

აგრეთვე გვატემალას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსვებ–გვერდზე: http://www.minex.gob.gt/index.php?option=com_frontpage&Itemid=1

გვატემალას რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. პარიზში:
Guatemalan Embassy in Paris, France
2, rue Villebois Mareuil
75017 Paris, France
Telephone: (+33) 1 42 27 78 63
Telefax: (+33) 1 47 54 02 06
E-mail: embfrancia@minex.gob.gt

გვატემალას რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. მადრიდში:
Embassy of Guatemala in Madrid, Spain
Calle Rafael Salgado, n' 3, 10 derecha
28036 Madrid, Espana
Phone: (34)-913441722; (34)-913441417
Fax: (34)-914587894
Website: http://www.embajadaguatemala.es/
Email: informacion@embajadaguatemala.es

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის ან შენგენის წევრის ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვას ან მოქმედ ვიზას, გვატემალაში შესასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროება.