სავიზო ინფორმაცია ესტონეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ესტონეთის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზები გაიცემა ქ.თბილისში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: http://www.tbilisi.vm.ee/consular_information);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქისგან მოწვევის ორიგინალი +ასლი;
  • მომწვევის პასპორტის ასლი;
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი;
  • სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • განაცხადის დამუშავების საფასური;
  • სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის(ორიგინალი და ასლი);
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ქ.თბილისში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.tbilisi.vm.ee/consular_information

ქ.თბილისში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
ლიხაურის ქ. 4,
ტელ: 236 51 22,
ფაქსი: 236 51 28
ელფოსტა: tbilisisaatkond@mfa.ee

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.vm.ee/?q=en

ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს (ქ.თბილისი) ვებ–გვერდი: http://www.tbilisi.vm.ee/