სავიზო ინფორმაცია ზიმბაბვეს რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ზიმბაბვეს რესპუბლიკის ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) ზიმბაბვეს რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

• სავიზო განაცხადის ფორმა;
• 2 ფოტო(ბიომეტრიული)გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
• პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
• მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით (თუ რჩებით კერძო პირთან: მიმწვევის პირადი ნომერი, ტელეფონი, მისამართი, პასპორტის ასლი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია);
• ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად);
• ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
• სამოგზაურო დაზღვევა;
• დახურული ბილეთის ჯავშანი;
• სასტუმროს ჯავშანი;
• სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციაუნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან! აგრეთვე ზიმბაბვეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.zimfa.gov.zw/

ქ.მოსკოვში ზიმბაბვეს რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: Mitnaya 3,App 29-31 Moscow RUSSIA
ტელ: +7 (499) 230 17 87; +7 (095) 230 18 64
ფაქსი: +7 (095) 230 76 46
ელ.ფოსტა: zimbabwe@msk.org.ru

ზიმბაბვეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.zimfa.gov.zw/