სავიზო ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის N2011/2306 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლია ვიზის გარეშე იმყოფებოდეს  თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეს სურს იმყოფებოდეს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ხნით უნდა შეავსოს განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე www.visa.gov.tr   გრძელადიან ვიზაზე ამ ელექტრონულ მისამართძე შევსებული სავიზო განაცხადის ამობეჭდილი ფორმა  და დანარჩენი სავალდებულო დოკუმენტაცია უდნა წარედგინოს  თურქეთის რეპსუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს.


ასევე გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას!
 

2011 წლის 10 დეკემბერს ძალაში შევიდა ოქმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკისმთავრობა შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანისთაობაზე".აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლასთურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის ვადით შემდეგი მოქმედი დოკუმენტებისწარდგენის შემთხვევაში:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტით და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად) ახალი ტიპის პირადობის მოწმობა, ID ბარათი;
  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი (თურქეთის რესპუბლიკაში შესვლისათვის პასპორტი მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე)
  • მეზღვაურის წიგნაკი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ეკიპაჟის განრიგისა ან მისიამონაწერის არსებობისას);
  • საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სერთიფიკატი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; შესაბამისი გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების არსებობისას. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად მანქანაკითხვადი);
  • საქართველოში დასაბრუნებლად სამგზავრო მოწმობა.

თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის N2011/2306 დადგენილების ძალაში შესვლის პარალელურად, რომლის თანახმად, უცხოელებს, უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღის ვადით, 180 დღის განმავლობაში, თურქულმა მხარემ გაამარტივა დასაქმების სურვილის მქონე უცხოელებისთვის მუშაობის ნებართვის გაცემის პირობები და პროცედურები.

საელჩოს მიერ ქვეყნის შესაბამის უწყებებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, შეღავათები ვრცელდება მხოლოდ იმ უცხოელებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ, დასაქმდნენ ოჯახებში (მოსამსახურედ, დამლაგებლად, ბავშვების, მოხუცების ან ავადმყოფების მომვლელად).

პირობების გამარტივების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, მიიღონ მუშაობის ოფიციალური ნებართვა როგორც ყოფნის პერიოდში, ასევე, საზღვარგარეთ, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისადმი განხორციელებული მიმართვის შედეგად.

კერძოდ, მუშაობის ნებართვის მისაღებად, უცხოელებმა, რომლებსაც არ აქვთ თურქეთში ბინადრობის ნებართვები და არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, დამსაქმებლებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, უნდა მიმართონ საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირები იმყოფებიან თურქეთის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ ბინადრობის ნებართვა ექვსი თვის ვადით (გარდა სასწავლო მიზნით მიღებული ბინადრობის ნებართვისა), მათ დამსაქმებლებს უფლება აქვთ მიმართონ პირდაპირ თურქეთის შრომისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, სპეციალური ვებ-გვერდების მეშვეობით (www.turkiye.gov.trwww.csgb.gov.tr) და უზრუნველყონ დასასაქმებელი პირები მუშაობის ნებართვით, ქვეყნიდან გაუსვლელად.

დაინტერესებულმა პირებმა შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ განცხადება,დამსაქმებლისა და დასასაქმებელი პირის მიერ ხელმოწერილი სპეციალური ანკეტა ან შრომის ხელშეკრულება (ნიმუში განთავსებულია ზემოხსენებულ ვებ-გვერდებზე), უცხოელის ფოტოსურათი და პასპორტის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანითურთ.

თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია აცნობოს პასუხი დაინტერესებულ პირებს 30 დღის ვადაში.

მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს მუშაობის ნებართვის საფასური და უზრუნველყოს დასასაქმებელი პირი სახელმწიფო დაზღვევით.

მუშაობის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით. დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნებართვა შესაძლებელია გაგრძელდეს თავდაპირველად ორი, შემდეგ კი სამ-სამი წლით.

დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, უცხოელი ვალდებულია 30 დღის განმავლობაში მიმართოს პოლიციის სამმართველოს უცხოელთა განყოფილებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან არსებულის ახალი ვადით გასაგრძელებლად.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, სამედიცინო და სტომატოლოგიის რეზიდენტურის კურსზე, ასევე იმ სტუდენტებს, რომლებიც თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს დაქვემდებარებაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ საერთაშორისო გაცვლითი და კულტურული პროგრამების ან ევროკავშირის განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში სასწავლებლად არიან  მიწვეული თურქეთში არ ესაჭიროებათ სასწავლო ვიზის მიღება.  ზემოაღნიშნულმა პირებმა სავალდებულოა თურქეთში ჩასვლიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში დორებითი ბინადრობის მისაღებად მიმართონ თურქეთის რესპუბლიკის გამგეობებს.
 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ქ. თბილისში ან გენერალურ საკონსულოს ქ. ბათუმში.

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ქ. თბილისში:
ჭავჭავაძის გამზ. 35
ტელ: 2252072; 2252073;2 252074; 2252076,(2252078-საკონსულო)
ფაქსი:2220666

თურქეთის გენერალური საკონსულო ქ.ბათუმი:
მ. აბაშიძის ქ.8
ტელ: 8 8822274790 (ბათუმი)
Email: tiflisbe@dsl.ge

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.tr/default.en.mfa