ინფორმაცია წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველებისთვის

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები.

მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს.

 

ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები:

  • უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.;

  • მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 1-დან 90 დღემდე ვადით 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ისრაელის ტერიტორიაზე მომდევნო შესვლა შესაძლებელია ბოლო შესვლიდან 90 დღიანი (3 თვიანი) პერიოდის გასვლის შემდეგ. ისრაელში უვიზო შესვლა არ იძლევა ისრაელში მუშაობის ან დასაქმების უფლებას!!!;

  • ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მოქალაქეს შეეზღუდება ისრაელის ტერიტორიაზე შემდგომი შესვლა;

  • ისრაელში სხვადასხვა მიზნით (მათ შორის მუშაობის უფლებისათვის) გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებელია  ისრაელის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა;

რა პროცედურების გავლა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში?

ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტია, რომელიც ემსახურება ისრაელის ტერიტორიაზე შემოსულ მგზავრთა თითქმის 90%-ს. შესაბამისად ქვეყნის ყველა სახელმწიფო სამსახური - საზღვრის დაცვა, საბაჟო, უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ბენ გურიონის აეროპორტშია განთავსებული, ზედმიწევნით სიფრთხილითა და ყურადღებით ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ისრაელის სასაზღვრო პუნქტთან სასაზღვრო კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა შესაძლოა მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

  • მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვ.);

  • მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.); 

  • უკან დაბრუნების გარანტია: სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.);

  • საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს;

საზღვრის გადაკვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დადგენის მიზნით ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა 3-4 საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე და საიმიგრაციო სამსახურის ადამიანურ რესურსებზე.
 

რა ელის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უარი უთხრეს ისრაელში შემოსვლაზე?

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურს უფლება აქვს, ისრაელში შესვლაზე ან დარჩენაზე უარი უთხრას ნებისმიერ პირს, რომელსაც ის მიიჩნევს არასასურველად მისი მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური უარს ეუბნება ისრაელში შემოსვლაზე, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია უარის თქმის მიზეზები და შემოსვლაზე დაწესებული აკრძალვის ხანგრძლივობა, რომელიც გადაეცემა მოქალაქეს. 

შემოსვლაზე უარის თქმის შემდეგ, მოქალაქე გადაჰყავთ აეროპორტში მდებარე სპეციალურ მოსაცდელ ოთახში, სადაც მას შეუძლია მოისვენოს, მიიღოს საკვები და წყალი. ასევე დაუკავშირდეს ოჯახს და აცნობოს თავისი მდგომარეობის შესახებ. აქვე 24 საათის მანძილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს მგზავრებს. 

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური იმ მოქალაქეების, ვისაც უარი უთხრეს შემოსვლაზე, საქართველოში უკან დაბრუნებას  უზრუნველყოფს იმავე რეისით (იმავე ავიაკომპანიითა და მარშრუტით), რომლითაც ისინი ჩამოფრინდნენ ისრაელში. მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქე ისრაელში ჩავიდა ავიაკომპანია „აირზენა“-ს თბილისი-თელ ავივის რეისით, მას აუცილებლად იგივე კომპანიის მეშვეობით დააბრუნებენ უკან. ხოლო თუ მგზავრი ჩაფრინდა ისრაელში ავიაკომპანია „Pegasus“-ის რეისით თბილისი-სტამბული-თელ ავივი, მას იგივე რეისითა და ავიაკომპანიით ანუ თელ ავივი-სტამბული-თბილისი, დააბრუნებენ საქართველოში. იგივე პრინციპი მოქმედებს ნებისმიერ სხვა კომპანიაზე.

თუ მოქალაქეებთან გასაუბრების ან ხანგრძლივი საიმიგრაციო პროცედურების გამო ვერ ესწრება მოქალაქეთა იგივე რეისით უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები განთავსებულ იქნებიან აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების იზოლატორში, სადაც მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკვები, წყალი და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება.

დროებითი განთავსების იზოლატორიდან მოქალაქეებს აქვთ უფლება ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. ამისათვის მათ თხოვნით უნდა მიმართონ დროებით განთავსების იზოლატორის ადმინისტრაციას.

გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულში ტურისტულ სეზონზე, როდესაც მგზავრთა ნაკადი ისრაელიდან საქართველოში დიდია და რიგ შემთხვევებში ტურისტულ ოპერატორებს წინასწარ აქვთ შესყიდული და დაჯავშნული რეისები, უმეტეს შემთხვევაში რთულდება მოქალაქის საქართველოში დაბრუნება თუნდაც მომდევნო რეისით, შესაბამისად, მათ რამდენიმე დღის გატარება უწევთ მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების იზოლატორში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო არ არის უფლებამოსილი ჩაირიოს ისრაელის საიმიგრაციო პროცედურების განხორციელებაში, შესაბამისად საელჩოს საკონსულო სამსხური ვერ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლაში.

დამატებითი ინფორმაცია ისრაელთან არსებული უვიზო მიმოსვლის წესების თაობაზე განთავსებულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე (იხ.: http://israel.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=999&info_id=34217).

ინფორმაცია იმ უფლებების შესახებ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ „ისრაელში შემოსვლის კანონის“ საფუძველზე დაკავებისას - ისრაელში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში - განთავსებულია საელჩოს ვებ-გვერდზე: http://israel.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=999&info_id=35096

 

ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში პირადი სარგებლობის მედიკამენტების შეტანის შესახებ: 

ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ნებადართულია პირადი სარგებლობისათვის მედიკამენტების შემოტანა შემდეგი პირობებით:

  • მოქალაქემ თან უნდა იქონიოს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ექიმის რეცეპტი (აპოსტილით დამოწმება სავალდებულო არ არის), რომელშიც მითითებულია პირის სახელი, გვარი, ასაკი, დიაგნოზი და წამლის დასახელება;

  • ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის შემთხვევაში კი მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამომგზავნი ქვეყნის შესაბამისი უწყების ინგლისურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტაცია;

  • აღნიშნული ცნობების წარუდგენლობის შემთხვევაში მოქალაქეებს საბაჟო სამსახურის მიერ ჩამოერთმევათ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი მედიკამენტები.

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.