სავიზო ინფორმაცია კამერუნის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება კამერუნის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ვენაში(ავსტრიის რესპუბლიკა) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

კამერუნის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. ვენაში:
მისამართი: Villa Flora Httelbergstrasse 23A, A-1140 Vienna
ტელ: (+43) (1) 914 77 440
ფაქსი: (+43) (1) 914 77 448
მობილური: +43 676 7788664
ელფოსტა: konsulat@society.at
ვებ გვერდი: www.society.at