სავიზო ინფორმაცია კორეის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება კორეის რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს (თბილისის ოფისი) საკონსულო სექციის მიერ.

საბუთების ჩამონათვალი სავიზო განაცხადისათვის - მოკლევადიანი ვიზა - ტურიზმი

  • პასპორტი (მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი);
  • სააპლიკაციო ფორმა და 1 ბიომეტრული ფოტო;
  • ბილეთი (ჯავშანი ან ორიგინალი);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • პასპორტში არსებული მოქმედის ვიზის ასლები;
  • სამოგზაურო გეგმა; (თავისუფალი ფორმით, თუმცა მოცემული უნდა იყოს მოგზაურობის მიზანი);
  • ცნობა სამსახურიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე)
  • ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, მინიმუმ - 3000 USD);
  • სავიზო მოსაკრებელი;

საბუთების ჩამონათვალი სავიზო განაცხადისათვის - მოკლევადიანი ვიზა - ბიზნესი
 
  • პასპორტი (მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი);
  • სააპლიკაციო ფორმა და 1 ბიომეტრული ფოტო;
  • მოწვევის წერილი (ორიგინალი); (თავისუფალი ფორმით, მომწვევი ორგანიზაციის ან კერძო პირის პირის მიერ პასპორტის ნომრის, სახელისა და გვარის, ვიზიტის მიზეზისა და ვიზიტის პერიოდის მითითებით, ასევე საგარანტიო წერილი);
  • მომწვევი მხარის ბიზნესის ან კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • მოქმედი ვიზის ასლები;
  • ბილეთი (ჯავშანი ან ორიგინალი);
  • ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის შესახებ);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი;
 

ვიზის განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინოს პასპორტი, სააპლიკაციო ფორმა, ბიომეტრული ფოტოსურათი და სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

სავიზო მოსაკრებელი:  
·         ერთჯერადი ვიზა -  ხანგრძლივობა 90 დღე : 40 აშშ დოლარი
·         ერთჯერადი ვიზა  - ხანგრძლივობა 90 დღეზე მეტი : 60 აშშ დოლარი

საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ.
ვიზის გაცემა მოხდება: 10 სამუშაო დღეში (ჩაბარების დღე არ ითვლება).
 
სამოუშაო  საათები (ვიზა):  სამშაბათი და ხუთშაბათი - 10:00 დან - 12:00 საათამდე.
მისამართი : ჭავჭავაძის გამზირი N8 (ნუგზარ საჯაიას ქ.8), 0179 თბილისი, საქართველო
ტელეფონი : (+995) 32 297-0318;
ელ-ფოსტა : georgia@mofa.go.kr
ვებ-გვერდი: http://overseas.mofa.go.kr/ge-ko/index.do 

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია მრავალჯერადი ვიზის შესახებ დაუკავშირდით კორეის რესპუბლიკის საელჩოს (თბილისის ოფისს) საქართველოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.go.kr/