სავიზო ინფორმაცია კუბის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება კუბის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) კუბის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის განმავლობაში;
  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ მისამართზე http://www.cubadiplomatica.cu/azerbaijan/EN/Home.aspx);
  • მოწვევა, შესაბამისი მიმწვევი კომპანიისგან/პირისგან;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა; საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • ვიზის ტიპიდან გამომდინარე უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი;
  • ბილეთი დახურული თარიღით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.cubadiplomatica.cu/azerbaijan/EN/Home.aspx და კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.cubaminrex.cu/

ქ.ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) კუბის საელჩოს კოორდინატები:
10, S. Khandan str. | Baku, Azerbaijan
ტელ: 00994. 569 24 74, 569 24 54 ფაქსი: 00994. 568 07 21
E-mail: embacubaku@bakinter.net

კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.cubaminrex.cu/

კუბის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდი ქ.კიევში: http://emba.cubaminrex.cu/Default.aspx?alias=emba.cubaminrex.cu/ucrania