ინფორმაცია მავრიტიუსის რესპუბლიკაში (მავრიკიაში) გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 

საქართველოს მოქალაქეებს მავრიტიუსის რესპუბლიკაში (მავრიკია) გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ. მავრიტიუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვიზის გარეში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 360 დღიან პერიოდში.

მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • დახურული ბილეთი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • საკმარისი თანხა მავრიტიუსის რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდში (საშუალოდ განსაზღვრულია 100 აშშ $ დღეში);
 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეგმავთ მავრიტიუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენას (სამუშაოდ, სასწავლებლად, ოჯახის გაერთიანების მიზნით), თქვენ გესაჭიროებათ გრძელვადიანი (ეროვნული) ვიზა.
 

დეტალურ ინფორმაციას გრძელვადიანი ვიზის მიღების თაობაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) მავრიტიუსის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www1.govmu.org

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მავრიტიუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://passport.govmu.org