სავიზო ინფორმაცია მექსიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება მექსიკის შეერთებული შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს აშშ-ს,  შენგენის ზონის წევრი ნებისმიერი ქვეყნის, კანადის,იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა ან  ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედ მრავალჯერად ვიზას უფლება აქვს შევიდეს მექსიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, შენგენის წევრი ქვეყნების, კანადისა და იაპონიის მუდმივი ცხოვრების ნებართვას უფლება აქვთ ტურისტულად იმოგზაურონ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.

საქართველოს მოქალაქემ ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს თბილისში, წერეთლის ქ. 114 ( სს’’ კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’-ს შენობა მე-2 სართული ) რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას  ქ.ანკარაში ან ქ.სტამბულში არსებულ მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოში. მას შემდეგ რაც საელჩო დააკმაყოფილებს აღნიშნული დოკუმენტაციის სტატუსს, დაინიშნება ინტერვიუს თარიღი განმცხადებელთან შეთანხმებით.

განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს სავიზო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალის წარდგენა ინტერვიუს დროს თურქეთში და სავიზო მოსაკრებელის გადახდა 36 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე:

The  Embassy’s account is on Vakifbank
Client: Embassy of Mexico in Ankara (visa fee)
Account Number: 00158048000951053
IBAN: TR 4800 0150 0158 0480 0095 1053 
SWIFT Code: TVBATR2A

ვიზის განხილვა ხორციელდება ერთი სამუშაო დღის ვადაში, ვიზირებული პასპორტი უბრუნდება ადრესატს.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  1. პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  2. სავიზო განაცხადის ფორმა 1 ბიომეტრიული ფოტოთი (გადაღებული თეთრ ფონზე, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, 3*4 ფორმატში)
  3. მოწვევა (თუ ასეთი არის)
    კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  4. ცნობა დამსაქმებლისგან (უნდა იქნას მითითებული განმცხადებლის თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  5. განმცხადებლის სახელფასო ამონაბეჭდი ბანკიდან ბოლო 3 თვის მანძილზე ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული
  6. პირადი დანაზოგის ამონაბეჭდი ბანკიდან (თუ ასეთი არის) ბოლო 3 თვის მანძილზე ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული.

პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);

მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);

ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);

არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე ნოტარიალურად დამოწმებული. ინტერვიუს დროს მშობლები უნდა ესწრებოდნენ ვიზის აღების პროცედურას);

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან

მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულო

თბილისი, წერეთლის ქ. 114,  ტელ: +995 322 94 26 09
(სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“’-ს შენობა მე-2 სართული)

infoccbg@caucasus.net

consulmex@caucasus.net

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე:

 http://embamex.sre.gob.mx/turquia/index.php/es/servicios-extranjeros/visa-azgeokazturk

მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინატები:

ქ.ანკარა (თურქეთის რესპუბლიკა)

Kirkipinar Sokak No. 18/6; 06540 Ankara,Turkey

Phone: 00 90-312-442-3033

Fax: 00 90-312-442-0221

მექსიკის შეერთებული შტატების გენერალური საკონსულოს კოორდინატები:

ქ. სტამბული (თურქეთის რესპუბლიკა)

Lale Sokak.N 23 Levent Besiktas, 34330 Istanbul Turkey

Phone: 00 90-535-873-8018

Email: conestambul@sre.gob.mx