ინფორმაცია ნეპალში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის
ნეპალში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება შეუძლიათ ნეპალის სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტის გადაკვეთისას.
საზღვარზე ვიზის მიღების პროცედურები და საფასური
პირველი ეტაპი
- შეავსეთ „ჩაფრენის ბარათი“;
- შეავსეთ „ტურისტული ვიზის“ აპლიკაციის ფორმა ( მისი შევსება შეგიძლიათ წინასწარ საიმიგრაციო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://nepalimmigration.gov.np/ ან ნეპალის აეროპორტში, სადაც მას სპეციალურ ავტომატიზებული მოწყობილობა გასცემს). იმ შემთხვევაში თუ აპლიკაციას წინასწარ შეავსებთ, თქვენ მიიღებთ განაცხადის შეტანის ქვითარს მასზე დატანილი შტრიხ-კოდით. გთხოვთ ის ამობეჭდოთ და თან იქონიოთ. ქვითრის მოქმედების ვადა შეადგენს 15 დღეს, ამ ვადის გასვლის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ აპლიკაციის თავიდან შევსება.
მეორე ეტაპი
- გთხოვთ გადაიხადოთ შესაბამისი ვიზის მოსაკრებელი ბანკში;
- მიიღეთ ქვითარი;
ინფორმაცია სავიზო მოსაკრებლის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.nepalimmigration.gov.np/post/notice-regarding-visa-fee-updates
მესამე ეტაპი
- გთხოვთ მიბრძანდეთ საიმიგრაციო სამსახურის დახლთან და თან იქონიოთ საიმიგრაციო დეპარტამენტის ვებ-გვერდიდან ამობეჭდილი აპლიკაცია, გადახდის ქვითარი და პასპორტი;
- მიაწოდეთ თქვენი დოკუმენტები საიმიგრაციო ოფიცერს, რომელიც თქვენთვის ვიზის გაცემის საკითხს განიხილავს;
NB: 10 წლამდე ბავშვები თავისუფლდებიან ვიზის საფასურისგან.
დეტალურ ინფორმაციას ნეპალის ვიზის შესახებ გაეცანით ნეპალის საიმიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდზე: http://nepalimmigration.gov.np/page/visa-on-arrival
ქ. ვენაში (ავსტრიის რესპუბლიკა) ნეპალის საელჩოს საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი : Schwindgasse 5/1/6, 1040 Wien
ტელეფონი: +43 1235 02 75 01; +43 1235 02 76 20 (საკონსულო);
ელ-ფოსტა: consular@nepalmission.at; ambassador@nepalmission.at
ვებ_გვერდი: https://at.nepalembassy.gov.np/
ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.gov.np