სავიზო ინფორმაცია სამოაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამოაში მიემგზავრება ტურისტული ან კერძო ვიზიტით, ვიზას მიიღებს სამოას საზღვრის კვეთის დროს.

მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი,სასტუმროს ჯავშანი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა სამოაში მუშაობის უფლებას.

სამოას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfat.gov.ws/