სავიზო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება საფრანგეთის რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზებზე საბუთების შემოტანა ხდება მხოლოდ წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ. საბუთების მიღების დღე და საათი შეგიძლიათ შეათანხმოთ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -დან 18:00 სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 0 900 007 033 გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით. ერთი ზარის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი  მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და უნდა შეიცავდეს 2 თავისუფალ გვერდს. ასევე, პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • წინა პასპორტის, ვიზებისა და სასაზღვრო ბეჭდების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობა + 1 ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3X4;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა http://www.ambafrance-ge.org/;
  • სამგზავრო/სამდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის (ორიგინალი და ასლი);
  • მოწვევა საფრანგეთიდან კომპანიისა თუ ორგანიზაციის მიერ, მოლაპარაკებებში, კონფერენციებსა თუ სავაჭრო ან საქმიანი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად + 1 ქსეროასლი; ასევე, მიმპატიჟებელი ორგანიზაციის მიერ ბინისა და მგზავრობის ხარჯების თავის თავზე აღება ან ცნობა ბანკიდან (პირადი ან დამფინანსებელი კომპანიის საბანკო ანგარიშის ბოლო 3 თვის ამონაწერი);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (სტუდენტებისთვის ცნობა სასწავლებლიდან)
  • არასრულწლოვანებმა (18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლების ნებართვა და დაბადების მოწმობა, ორივე დოკუმენტი ფრანგულად ან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ნებართვაში უნდა ფიგურირებდეს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები);
  • სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს ექვივალენტს ლარებში (საელჩოს გაცვლითი კურსის მიხედვით;

ყველა ქართული საბუთი ბარდება ინგლისურ ან ფრანგულ თარგმანთნ ერთად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე,  დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე: http://www.ambafrance-ge.org/

ქ.თბილისში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ქ.თბილისი, კრწანისის ქ.49;
ტელ: 272 14 90
ფაქსი: 272 13 55
ელფოსტა: ambafrance@access.sanet.ge

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.diplomatie.gouv.fr/en/

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდი: http://www.ambafrance-ge.org/