სავიზო ინფორმაცია სენეგალის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება სენეგალის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია)სენეგალის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა (სავიზო განაცხადის ფორმა ივსება შემდეგ ბმულზე http://visasenegal.sn);
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • სამგზავრო ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 52 ევრო;

2014 წლის 4 თებერვლიდან სენეგალის ვიზის მიღების მსურველთათვის მოქმედებს ახალი ბიომეტრიული სისტემა,მას შემდეგ რაც განმცხადებელი ყველა აუცილებელ ფორმალობებს ასრულებს ონლაინ რეჟიმში, მასზე გაიცემა ე.წ. წინასწარი ვიზა, აღნიშნული წინასწარი ვიზით და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრით განმცხადებელი უდნა გამოცხადდეს საელჩოში პირადად, მხოლოდ ამის მერე გაიცემა მასზე სენეგალის რესპუბლიკის ვიზა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამისი საკონსულო სამსახურთან!

ქ.მოსკოვში სენეგალის რესპუბლიკის საელჩოს მისამართი:
Korovyi Val Street, 7/1Apt. 193-194 Moscow, 119049 Russia
Tel: local: (0495) 230.2072
international: +7.495.230.2072
Fax: local: (0495) 230.2063
international: +7.495.230.2063

სენეგალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.diplomatie.gouv.sn/

სუდანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: www.mfa.gov.sd