სავიზო ინფორმაცია უკრაინაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.ua


საქართველოს მოქალაქეს უკრაინის ტერიტორიაზე შეუძლია შევიდეს და იმყოფებოდეს ვიზის გარეშე
არა უმეტეს 90 დღისა  ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
ყოფნის ნებადართული ვადის გამოსათვლელად საჭიროა შემოსვლის ან კონტროლის დღიდან (დღე, როდესაც საჭიროა საქართველოს მოქალაქისათვის უკრაინაში ყოფნის ნებადართული ვადის დადგენა) 180 დღის ათვლა უკან. საქართველოს მოქალაქე არ დაარღვევს წესებს, თუ ამ 180-დღიან პერიოდში ის იმყოფებოდა უკრაინაში არაუმეტეს 90 დღისა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 04.06.2015 წლის №367 დადგენილებით დამტკიცებული უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის წესი: 

უცხოეთის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქ. სევასტოპოლში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზემოაღნიშნული დადგენილების პირველ დანართში მითითებული საკონტროლო პუნქტების გავლით (http://zakon0.rada.gov.ua/laws/show/367-2015-%D0%BF ,  http://dpsu.gov.ua/ua/static_page/470.htm
, საპასპორტო დოკუმენტისა და სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაცემულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის (უსს) ტერიტორიული ორგანოს ან ხერსონის ოლქში ნოვოტროიცკის და გენიჩესკის
რაიონში უსს-ს ტერიტორიალური ქვედანაყოფის მიერ. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის პროცედურის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა. უცხოეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ უარი გამოუცხადონ შემოსვლაზე ან სამი წლით აუკრძალონ შემოსვლა უკრაინის ტერიტორიაზე „უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ უკრაინის კანონის 13, 14 მუხლების
საფუძველზე. ინფორმაცია სპეციალური ნებართვების გაფორმების წესის შესახებ, აგრეთვე უცხოელთა
კატეგორიის ჩამონათვალი, ვისაც აქვს უფლება მიიღოს ხსენებული ნებართვა, განთავსებულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://dmsu.gov.ua/component/content/article/152-ukrainska/poslugi/dokumentuvannya-inozemtsiv-ta-osibbez-gromadyanstva/3262-otrimannya-spetsialnogo-dozvolu-dlya-v-jizdu-do-krimu.
საავტომობილო მიმოსვლისათვის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის და გამოსვლის საკონტროლო პუნქტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://dpsu.gov.ua/ua/static_page/470.htm.