სავიზო ინფორმაცია უნგრეთში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება უნგრეთში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

C ტიპის ვიზა (90 დღემდე-მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში  „VFS Global“ - ის ლატვიის სავიზო მომსახურების ცენტრის მიერ.

გრძელვადიანი ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე) გაიცემა ქ.თბილისში უნგრეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი.
  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (ივსება ონლაინ რეჟიმში საელჩოს ვებ-გვერდზე: https://epak.pmlp.gov.lv/NVIS.EService001.WebSite/Default.aspx?)
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • მოქმედი ვიზების ასლები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროსი რომელიც ფარავს მთლიანად მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი(ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის);
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული-შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი).
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ/ლატვიურ/უნგრულ ენებზე ნოტარიუსის მიერ ნათარგმნი და დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ და ა.შ.).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

.თბილისში „VFS Global“ -ის მისამართი:
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:30 დან - 16:30 მდე
გ.ქუჩიშვილის ქ. 10, 0179 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 224-04-54, 224-04-64
ელ.ფოსტა: feedback.lvge@vfshelpline.com   
ვებ-გვერდი: http://www.vfsglobal.com/Latvia/Georgia/index.html     

ქ.თბილისში ლატვიის რესპუბლიკაში საელჩოს კოორდინატები:
ახმეტის ქუჩა 16,
ტელ: 2244858
ფაქსი: 2381406
ელ.ფოსტა: embassy.georgia@mfa.gov.lv

ქ.თბილისში უნგრეთის რესპუბლიკაში საელჩოს კოორდინატები:
მის: ლვოვის ქ.83, 0160 თბილისი
ტელ: (+995 32)2399-008; (+995 595)5807 77
ელ.ფოსტა: mission.tbs@mfa.gov.hu
ვებ-გვერდი: www.mfa.gov.hu/emb/tbilisi

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.hu/kum/en/bal/