სავიზო ინფორმაცია ფიჯიში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ფიჯიში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ფიჯიდან დაბრუნების ვადას არანაკლებ 6 თვით;
  • სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა; http://www.fijiembassy.be/images/visa-application-form.pdf 
  • 2 ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე (პასპორტის ზომის);
  • საცხოვრებელი მისამართი ფიჯიში ყოფნის პერიოდში (სასტუმროს მისამართი, ოჯახის ან/და სხვა);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ბილეთის ჯავშანი (არ შეიძინოთ ავიაბილეტები, სანამ ვიზას არ აიღებთ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი ან სპონსორის წერილი);
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
 
  • სავიზო მოსაკრებელი: 45 ევრო - ერთჯერადი ვიზა; 80 ევრო - მრავალჯერადი ვიზა;
 
  • პასპორტის უკან გაგზავნა:
    20 €  - თუ გნებავთ რომ პასპორტი გამოიგზავნოს ფოსტით, რომელიც მფლობელს პირადად ჩაბარდება, 
    ან 80 €  - DHL გზავნილი.
      
    ეს გადარიცხვები უნდა განხორციელდეს სანამ ვიზა გაიცემა, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
     
    Nom du titulaire :                     Ambassade des Fiji
    Nom de la banque :                ING
    Adresse:                                  Rd Point Schuman , 8
                                                   1040 Bruxelles

    Compte bancaire n ° :            310-0539101-61
    IBAN :                                     BE62 3100 5391 0161
    BIC / SWIFT :                         BBRUBEBB
     

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
 

ქ. ბრიუსელში ფიჯის საკონსულო სამსახურის მისამართი:
Square Plasky 92-94, 1030 Brussels, Belgium
ტელ: (32-3) 7369050; (32-3) 7361458
ელფოსტა: info@fijiembassy.be
ვებ-გვერდი: http://www.fijiembassy.be/index.php?page_in=visa_application 

ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.foreignaffairs.gov.fj/

ფიჯის ვიზის მიღებისათვის საჭირო ინფორმაცია: http://www.immigration.gov.fj/index.php/visa