სავიზო ინფორმაცია ქუვეითის სახელმწიფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეებს ქუვეითის სახელმწიფოში შესასვლელი ვიზების (90 დღემდე მოქმედების ვადით) მიღება შეუძლიათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტში.

ვიზის საფასური შეადგენს 6 ქუვეითურ დინარს, დაახლოებით 21 აშშ დოლარს.

ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.gov.kw/