სავიზო ინფორმაცია შვეიცარიის კონფედერაციაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება შვეიცარიის კონფედერაციაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
 

ტურისტული ვიზის მისაღებად საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

  • სავიზო ანკეტა სრულყოფილად შევსებული (ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე) და ხელმოწერილი. იხილეთ შემდეგ ბმულზე:https://www.eda.admin.ch ან ელექტრონულად შევსებული ანკეტა:https://www.swiss-visa.ch (არასრულყოფილად შევსებული და ხელმოუწერელი ანკეტები არ მიიღება);
  • პასპორტი, რომელიც ძალაშია შვეიცარიის სივრცის დატოვების თარიღიდან მინიმუმ 3 თვე და გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ სუფთა გვერდისა);
  • პასპორტის ასლი (სურათიანი გვერდის ასლი და იმ შემთხვევაში თუ პასპორტი გაგრძელებულია, იმ გვერდის ასლიც, რომელზეც გაგრძელების შენიშვნა არის დაფიქსირებული);
  • ძალაში მყოფი და ძალაში არ მყოფი ვიზების ასლები;
  • 2 პასპორტის ზომის ფოტოსურათი 35/40 მმ-ზე, მკაფიო ფოკუსით, დაუზიანებელი, გადაღებული ბოლო 2 თვის მანძილზე. ფოტოსურათები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს ამ პირობებს არ მიიღება;
  • სასტუმროს ან ბინის ქირავნობის ხელშეკრულება ვიზის მსურველი პირის მონაცემებით: გვარი, სახელი, სასტუმროში ან დაქირავებულ ბინის ყოფნის პერიოდში. სასტუმროს ჯავშანი ან ბინის ქირავნობის ხელშეკრულება უნდა გამოიგზავნოს შვეიცარიიდან პირდაპირ საელჩოს მელზე. ინტერნეტიდან ამობეჭდილი ან ტურისტული სააგენტოს მიერ გაცემული სასტუმროს ჯავშანი არ მიიღება;
  • წერილი სამსახურიდან (ოფიციალურ ბლანკზე, ხელმოწერილი, ბეჭდით, რომელზედაც გარკვევით უნდა ჩანდეს ორგანიზაციის სარეგისტრაციო ნომერი) შემდეგი ინფორმაციით: გვარი, სახელი, თანამდებობა, ხელფასის ოდენობა, ინფორმაცია შვებულების/მივლინების ვადების შესახებ. წერილი მიმართული უნდა იყოს შვეიცარიის საელჩოსადმი თბილისში და უნდა უყოს შედგენილი რომელიმე ერთერთ ენაზე: ინგლისურად /გერმანულად /ფრანგულად ან იტალიურად;
  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, 30.000 ევრო სადაზღვევო ლიმიტით, რომელიც ძალაშია მთელი შენგენის სივრცისთვის (ორიგინალი ასლით);
  • ვიზის მსურველი პირის ფინანსური გარანტიები (საბანკო ამონაწერი ბოლო 3 თვის ფულის მიმოქცევის შესახებ, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ). თითოეულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება დაფაროს შვეიცარიაში ყოფნის თითოეული დღის ხარჯები მინიმუმ 100 შვეიცარული ფრანკით. ბანკის ამონაწერი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურად /გერმანულად / ფრანგულად ან იტალიურად;
  • ორი გზის ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი ასლით), ჯავშანი უკან დასაბრუნებელი ღია თარიღით არ მიიღება;
  • სტუდენტებისა და მოსწავლეების გამგზავრების შემთხვევაში, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სკოლიდან, ნათარგმნი ინგლისურ /გერმანულ /ფრანგულ ან იტალიურ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული;
  • საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს, რომლის გადახდაც ხდება მხოლოდ შესაბამისი ექვივალენტით აშშ დოლარში;

 
იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურად ან ერთერთ შვეიცარიის სახელმწიფო ენაზე და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი თარგმანით (ნოტარიუსის გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული);
 
 

სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.eda.admin.ch/content

 
შვეიცარიის ვიზის მიღების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ  სავიზო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით  შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში გასაუბრების თარიღი უნდა დანიშნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზეwww.swiss-visa.ch

განაცხადი შეტანილი უნდა იყოს მინიმუმ 2 კვირით და მაქსიმუმ 3 თვით ადრე გამგზავრებამდე. ვიზის დამუშავების პერიოდი მოიცავს 10 სამუშაო დღეს (მას მერე რაც ყველა საჭირო საბუთი იქნება წარმოდგენილი).
 
შვეიცარიის საკონსულოში საბუთების (ორიგინალები) ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ. საჭიროების შემთხვევაში საელჩომ შეიძლება  მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
 
მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს ვებ-გვერდზე: https://www.eda.admin.ch/countries/georgia/en
 
.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მისამართი:
კრწანისის ქ. 11, 0114 თბილისი, საქართველო
ტელ: 2-75-30-01/2-75-30-02 (აღნიშნულ ნომრებზე მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია ორშაბათიდან -ხუთშაბათის ჩათვლის 15:00 – 17:00 მდე)
ელ.ფოსტა: tif.visatiflis@eda.admin.ch 
ვებ-გვერდი: www.eda.admin.ch
 
შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.eda.admin.ch/eda/en/home.html