ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ

2011 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებია:

ავსტრია

გერმანია

ნიდერლანდები

ბელგია

საბერძნეთი

პოლონეთი

ბულგარეთი

უნგრეთი

პორტუგალია

კვიპროსი

იტალია

რუმინეთი

ჩეხეთი

ლატვია

სლოვაკეთი

ესტონეთი

ლიტვა

სლოვენია

ფინეთი

ლუქსემბურგი

ესპანეთი

საფრანგეთი

მალტა

შვედეთ

სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე.

ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღების ვადა არის 10 კალენდარული დღე. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში ან შემცირდეს 2 დღემდე. 

12 კატეგორიის პირები თავისუფლდება სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებლისაგან, მათ შორის:

  • ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 12 წელი;
  • ახლო ნათესავები - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან;
  • მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით;
  • საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;
  • 13 კატეგორიის პირთათვის მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად უკვე საკმარისია მხოლოდ ერთი დოკუმენტი, მათ შორის: ახლო ნათესავებისთვის - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან:

 - მასპინძელი პირის წერილობითი მოთხოვნა;
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის და თანმხლები მასწავლებლებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილების მიზნით:

- მასპინძელი უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სკოლის წერილობითი მოთხოვნა ან ჩარიცხვის ცნობა ან სტუდენტის ბილეთი ან იმ სასწავლო კურსების სერტიფიკატი, რომლებშიც აღნიშნულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ;
საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირებისთვის და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირებისთვის:

- წერილობითი მოთხოვნა წევრ სახელმწიფოთა მასპინძელი ორგანიზაციის, კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან;

11 კატეგორიის პირს შეუძლია მიიღოს 1 წლიანი მრავალჯერადი ვიზა, თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა.

  • იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;
  • პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;
  • სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მათ შორის გაცვილითი პროგრამების ფარგლებში;
  • პირები, რომლებსაც რეგულარულად ესაჭიროებათ გამგზავრება მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია;
  • და სხვა
 შესაძლებელი იქნება გარკვეული გარემოებების არსებობისას პირდაპირ გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით.