საგანგებო დავალებათა ელჩები


საგანგებო დავალებათა ელჩი - შოთა ღვინერია

მუშაობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის:

  • ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სტრატეგიული და კონცეპტუალური დაგეგმვა.
  • ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
  • ჰიბრიდული საფრთხეების შეკავების მიმართულებით ნატო-სთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობის გააქტიურება.

ნატო-სთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით.