gigiadze_thumb.jpgგიორგი შარვაშიძე

დაიბადა 1980 წლის 7 ნოემბერს, ქ. ქუთაისში.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2005-2006 წლებში გაიარა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და RAND კოპრორაციის მხარდაჭერით გამართული საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

2009 წელს სწავლა განაგრძო საფრანგეთსა (ICN Business School, ქ.ნანსი) და მოგვიანებით იტალიაში (Universita Cattolica del Sacro Cuore. ქ.მილანი) და 2010 წელს მიენიჭა საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის ორმაგი ხარისხი.

2010-2011 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ჩინეთის (ქ.შანხაი) მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში (ECUST) ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

1996-1998 წლებში იყო ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის გაზეთ „ისრიმის“ მთავარი რედაქტორი.

2002 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში საგარეო ურთიერთობათა ცენტრის კოორდინატორად.

2004-2005 წლებში იყო საზოგადოებრივი გაერთიანება „დემოკრატიის ცენტრში“ საგარეო ურთიერთობათა მენეჯერი.

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოში უფროს ინსპექტორად.

2006-2016 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილში“სხვადასხვა თანამდებობაზე.

2016-2017 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ოპერაციული დირექტორი.

2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და შვილი.