მიხეილ ნინუა

დაიბადა 1980 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში

განათლება

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით საერთაშორისო სამართალი.

სამუშაო გამოცდილება:

09.2000-08.2002 წლებში – თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის სამართალმცდნეობის კათედრის ლაბორანტი;

09.2002-10.2004 წლებში – თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

02.2005-03.2006 წლებში – საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი;

03.2006-04.2007 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

04.2007-01.2008 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

01.2008-04.2008 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

05.2008-12.2008 – სს „ფოთის პორტი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

06.2008-12.2008 – შპს „საქართველოს რკინიგზა“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

12.2008-04.2010 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

05.2011-08.2013 – ტაჯიკეთის რესპუბლიკის ბრიტანულ-კანადური ნავთობკომპანია „Tethys Petroleum Limited” - კორპორატიული გაყიდვებისა და სახელმწიფოსთან ურთიერთობების მენეჯერი;

08.2013-03.2015 – ტაჯიკეთის რესპუბლიკის ბრიტანულ-კანადური ნავთობკომპანია „Tethys Petroleum Limited” - ყაზახური კომპანიების გენერალური დირექტორი;

04.2015-05.2017 – ტაჯიკეთის რესპუბლიკის „Skyland Petroleum Group” ნავთობ-საძიებო კომპანიის საოპერაციო დირექტორი;

06.2017 – დღემდე – „Avenue Construction Georgia”-ს დირექტორი.

დიპლომატიური რანგი

2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ფლობს  ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.