საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისია და ფასეულობები

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაფუძნებულია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ ფასეულობებზე. ეს საშუალებას გვაძლევს, პრიორიტეტების განხორცილებისას, მოვიპოვოთ საერთაშორისო მხარდაჭერა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განვსაზღვრავთ დიპლომატიური სამსახურის მისიას, და იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელიც აუცილებელია მისიის განხორციელებისათვის.

დიპლომატიური სამსახურის მისია

საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და უკეთესი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა

საქართველოს დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები - ემსახურება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებსა და ფასეულობებს, რომლებიც პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, განსაზღვრავენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს - საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცებას, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კუთვნილი და ღირსეული ადგილის დაკავებას და, მზარდი გლობალიზაციის პირობებში, ქვეყნის ინტერესების გატარებას.

დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში, ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია დანარჩენი მსოფლიოსაგან იზოლაციის პირობებში. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა; საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეფუძნება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას; სხვა სახელმწიფოების და რეგიონების ეკონომიკური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე; საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება კი გლობალურ არენაზე დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით მიიღწევა. ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკა ამ პრინციპებს დაეფუძნება და ამ რწმენის ერთგული იქნება.

ამ ხედვის განხორციელებისთვის, 21-ე საუკუნის ქართული დიპლომატიის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებას საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და, ამასთანავე, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში.

ფასეულობები

სამინისტროს ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება და გახმოვანება მნიშვნელოვანია დიპლომატიური უწყების წარმატებისა და ჩვენი მისიის და მიზნების შესრულებისათვის.

საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ჩვენ ვეყრდნობით ფასეულობათა უცვლელ სისტემას, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებისა და მისი თანამშრომლების ხედვას ასახავს.

ეს ფასეულობები წარმოადგენს უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც სამინისტროს, საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო სამსახურების თანამშრომლებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცვან და განამტკიცონ. ჩვენი პრიორიტეტებისა და მიზნების განხორციელებისას და ყოველდღიურ საქმიანობაში აღნიშნულ ფასეულობებზე დაყრდნობა უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულების მაღალ ხარისხს.

ეს ფასეულობები, რომელიც უნდა გაითავისოს საგარეო უწყების თითოეულმა წევრმა, განსაზღვრავს კადრების დაკომპლექტების, შეფასებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგიას.

ჩვენ დავეყრდნობით შემდეგ ფასეულობებს:

პატრიოტიზმი: საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ერთგულება ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედია. ჩვენი საქმიანობის საშუალებით ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცება ჩვენი მთავარი მიზანია. ეროვნული ინტერესები ჩვენთვის ყველაზე მაღლა დგას.

პროფესიონალიზმი: საგარეო პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებისას, ჩვენ ვეყრდნობით პროფესიონალიზმის სტანდარტებს და მიუკერძოებელად ვასრულებთ სამუშაოს პირადი შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად. ჩვენ ხელს ვუწყობთ პროფესიულ განვითარებას და ვაფასებთ თანამშრომლებს დამსახურების მიხედვით.

პატიოსნება: ჩვენი მოვალეობების შესრულებისას არ დავუშვებთ ანგარებას და მიკერძოებულ ინტერესებს. პატიოსნება ჩვენი საქმიანობის ძირეული ელემენტი და სამუშაო ეთიკის განუყოფელი ნაწილია.

ერთგულება: მოვალეობების ერთგულად შესრულება ჩვენი მიზნების განხორციელების წინაპირობაა. ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, და ეს პასუხისმგებლობა შესაბამის ერთგულებას მოითხოვს.

ანგარიშვალდებულება: მოვალეობებს ვასრულებთ ჩვენი მისიის მნიშვნელობის ტოლფასი პასუხისმგებლობის გრძნობით და ყოველთვის გვახსოვს, რომ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნისთვის და ანგარიშვალდებულნი ვართ მის წინაშე.

ერთიან ფასეულობებზე დაყრდნობით, და ჩვენი მისიისა და ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას, მივესალმებით ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა და ლიდერობა; ჩვენ წავახალისებთ ინიციატივას და პროაქტიურობას; ამოვიცნობთ გამოწვევებს ვიდრე ისინი საფრთხეებად იქცევა; და წინასწარ განვჭვრეტთ შესაძლებლობებს. ჩვენ უზრუნველყოფთ დიპლომატიური სამსახურის ერთიანობას და ყველა რგოლის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოქმედებას. ეს საშუალებას მოგვცემს ეფექტურად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ არსებული დიპლომატიური რესურსები საკვანძო პრიორიტეტების გადასაწყვეტად.

პრინციპები

საგარეო პოლიტიკა საქართველოს მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ხიდია. სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს მიზანმიმართულ საგარეო პოლიტიკას და პროაქტიურ დიპლომატიას, რომელსაც სამი პრინციპი წარმართავს: პროგნოზირებადობა, მდგრადობა და თანმიმდევრულობა.

პირველი, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ და შევინარჩუნებთ ძლიერ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც დაეფუძნება საგარეო პოლიტიკის ქმედებების და ინიციატივების პროგნოზირებადობას, რაც ახალ საერთაშორისო წესრიგში საქართველოს, როგორც სრულუფლებიანი და სანდო პარტნიორის როლს განაპირობებს. ჩვენ შევიმუშავებთ საგარეო პოლიტიკის სტაბილურ და მტკიცე კურსს, რომელსაც ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი ექნება. დადგენილი პოლიტიკური კურსი თავისუფალი იქნება მოულოდნელი ცვლილებების და სიურპრიზებისაგან, რათა ზიანი არ მიადგეს ქვეყნის უსაფრთხოებას და მის საერთაშორისო სტატუსს.

მეორე, სტაბილური საგარეო პოლიტიკის მდგრადობა დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავაძლიეროთ საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციონალური საფუძველი, რაც დადგენილი პოლიტიკის მიზნების განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ეს საქართველოსა და მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი და მტკიცე ურთიერთობების საფუძველი იქნება.

მესამე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულობას ეფუძნება, რაც კონსენსუსზე დამყარებული პრიორიტეტების საერთაშორისო არენაზე გატარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნული პრინციპები წარმართავს ჩვენს დიპლომატიას, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელიც ეროვნული ინტერესების ერთგულია და ამასთანავე პატივს სცემს პარტნიორების ინტერესებს.

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.