უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი

დირექტორი:
ტელ: (+995 32) 294 5000 - 12 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის წარმართვა;
  • ნატოში საქართველოს მისიასთან, საქართველოში ნატოს ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან თანამშრომლობა და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • ახალ საფრთხეებთან – ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი), გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და საქართველოს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება, ასევე მათი რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
  • უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა.

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

  • ნატო-ს სამმართველო;
  • ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო.