ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური

უფროსი: დიმიტრი ლაბაძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 30 01

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული სივრცის შექმნის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება;
  • დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა, ელექტორნულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი მხარდაჭერა;
  • სამინისტროს სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებების და ელექტორნული სერვისების, შემუშავება და მათი განხორციელება;
  • მონაცემების შენახვა/დამუშავების და რეზერვაციის უზრუნველყოფა;
  • შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მენეჯმენტი;
  • სერვერების და ქსელური მოწყობილობების მენეჯმენტი და ტექნიკური ექსპლუატაცია;
  • სამინისტროს სისტემების და სერვერების მუდმივი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება;
  • სამინისტროს შიდა ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა. ეფექტური წარმადობისთვის, ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა;
  • სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა სახის პროგრამული და აპარატურული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
  • კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც პროგრამულ ისე აპარატურულ დონეზე. მოშორებულად მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა.
  • ვიდეო სათვალთვალო, საკონფერენციო აუდიო/ვიდეო და შენობის დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

სამსახურის სტრუქტურული ქვედანყოფები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება;
  • სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის განყოფილება;
  • ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.