ურთიერთობები საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის

საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1998 წლის 16 მარტს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბოსნია და ჰერცეგოვინაში (რეზიდენციით ანკარა):

  • ირაკლი კოპლატაძე - 2013-დღემდე
  • ტარიელ ლებანიძე - 2009-2012
  • გრიგოლ მგალობლიშვილი - 2006-2008

ბოსნია და ჰერცეგოვინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა):

  • ბაქირ სადოვიჩი (Bakir Sadovic) – 2017-დღემდე
  • დამირ ძანკო (Damir Dzanko) – 2013-2017
  • დრაგოლიუბ ლიეპოია (Dragoljub Ljepoja) – 2009-2013
  • საბით სუბაშიჩი (Sabit Subašić), საქმეთა დროებითი რწმუნებული – 2007-2009
  • ნადა იანკოვიჩი (Nada Yankoviç) – 2007
  • ნერკეზ არიფოძიჩი (Nerkez Arifhodziç) – 2002-2006

თანამშრომლობის სფეროები:

ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნაკლებად დინამიურია, თანამშრომლობა ძირითადად ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

2016 წლის 15 აგვისტოს ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, პირველი მაღალი დონის - ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ცრნადაკის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, დაისახა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. ამჟამად, მიმდინარეობს ქვეყნებს შორის ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების პროცესი.