ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს შორის დამყარდა 1994 წლის 17 ოქტომბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

(1994 წლიდან ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს გადაფარვა ხორციელდება ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ)

  • ნატალი საბანაძე 2013 - დღემდე
  • სალომე სამადაშვილი 2005-2013
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2000-2005
  • ზურაბ აბაშიძე 1994-2000

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

(საქართველოს გადაფარვა ხორციელდება ლუქსემბურგიდან)

  • კონრად ბრაში - 2008 - დღემდე
ამჟამად ლუქსემბურგს საქართველოში ელჩი არ ჰყავს და წარმოდგენილები არიან ჰოლანდიის ელჩით საქართველოში.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია ხუთი შეთანხმება, რომლებიც იძლევა საშუალებას განვითარდეს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა დინამიურობით გამოირჩევა. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ქვეყნების სურვილი, განავითარონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

განსაკუთრებით განვითარებულია თანამშრომლობა საბანკო და საფინანსო სფეროში. აქტიურად მიმდინარეობს საექსპერტო თანამშრომლობა ლუქსემბურგის ფინანსური ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოსთან (ATTF).


ბმულები:

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრის ოფისი