ურთიერთობები საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სან მარინოს შორის დამყარდა 1996 წლის 19 ნოემბერს.

2006 წლიდან, სან მარინოს გადაფარვა ხორციელდება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სან მარინოში:

  • კონსტანტინე სურგულაძე 2018 - დღემდე
  • კახა სიხარულიძე 2013-2018
  • კონსტანტინე გაბაშვილი 2008-2012
  • ზაალ გოგსაძე 2006-2008

ამჟამად, საქართველოს გადაფარვა ხორციელდება გლაზგოდან.

სან მარინოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ბრუნო მარი 2013-დღემდე

2007-2012 წლებში, საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში სან მარინოს საელჩოს მიერ.

  • მაურიციო ჯაკომი 2007-2012

ორმხრივი თანამშრომლობა

სან მარინოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა არ გამოირჩევა აქტიურობით. 2013 წელს, სან მარინოში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

2015 წლის 18-20 ნოემბერს, საქართველოს ვიზიტით ეწვია სან მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი პასკუალე ვალენტინი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოსა და სან მარინოს შორის დადებულია 3 შეთანხმება. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.


ბმულები:

სან მარინოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტრო