საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ

საგარეო უწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე, მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ამ მისიას სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი საქართველოს 72 საელჩო და საკონსულო ახორციელებს. ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და მის მიმართ პატივისცემა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მისი მთავრობის უნარზე უზრუნველყოს სხვა ქვეყნებში საკუთარ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის დიდ ნაწილს მოუხდა ქვეყნის დატოვება და სამუშაოს საზღვარგარეთ ძიება. საგარეო უწყება გააძლიერებს ძალისხმევას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად და საქართველოსთან მათი კონტაქტების განსამტკიცებლად.

მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებების და ინტერესების დაცვა

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების და საქართველოს იურიდიული პირების უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით:

  • კვალიფიციური საკონსულო მომსახურების და ოპერატიული საკონსულო დაცვის განხორციელების მიმართულებით, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მექანიზმები.

  • საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებეის უკეთ რეალიზების სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით, გაღრმავდება უცხო ქვეყნებთან საკნსულო ურთიერთობები.

  • საქართველოს ახალი საკოსულო დაწესებულებების გასნის გზით, გაფართოვდება საკონსულო საქმიანობის განხორციელების სამოქმედო არეალი.

  • საზღვარგარეთ კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებისას განხორციელდება უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარება

მთავარი პარტნიორები
საქართველოს მოქალაქეთა განთავსების ქვეყნები პარტნიორი ქვეყნები გაერო ევროკავშირი საერთაშორისო ორგანიზაციები

დიასპორებთან ურთიერთობა

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობა, სამშობლოსთან მათი კონტაქტების განმტკიცება და თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიმართულებით

ამ მხრივ, დიპლომატიური სამსახურის საქმიანობა მიმართული იქნება შემდეგი მიმართულებით: 

  • შესაბამის უწყებებთან ერთად ხელი შეწყობა ქართულ სათვისტომოებთან კონტაქტების  განმტკიცებას და საქართველოსთან მათი მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირების უზრნველყოფას. მათ შორის, განხორციელდება ქართულ სათვისტომოებთან თანამშრომლობა ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოსადმი პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის მიმართულებით.
მთავარი პარტნიორები
ქართულ დიასპორათა ადგილსამყოფელი ქვეყნები გაერო ევროკავშირი ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ურთიერთობები