ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

  1. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება. (ინგლ.14გვ. ქართ.11გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონი 07.03.94 (ე. შევარდნაძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 11 დეკემბრის N524-Iს დადგენილებით. ძალაშია 17.07.1997.

  2. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ“ ხელშეკრულება. (ქართ.6გვ. ინგლ.7გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისი 27.06.1992 (ე. შევარდნაძე). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 27.06.1992.

  3. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე“ ხელშეკრულება. (ქართ.4გვ. ინგ.3გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისი 31.07.92 (თ.ჯაფარიძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 11 დეკემბრის N525-Iს დადგენილებით. ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 31.07.1092.

  4. „საქართველოსა და აშშ-ს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.6გვ. ინგ.6გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონი 17.07.97 (ე. შევარდნაძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის N856-რს დადგენილებით. ძალაშია 10.11.1997. გაუგრძელდა ვადა (ნოტა N11-14/585, 17.05.02) 2009 წლის 10 ნოემბრამდე. გაუგრძელდა ვადა (ნოტა N6/4562-14, 13.10.09) 2016 წლის 10 ნოემბრამდე.

  5. „საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.5გვ. ინგ.4გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 1998 წლის 26 იანვარს, ხოლო ქ. თბილისში 1998 წლის 30 იანვარს (ვ. ჩხეიძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარტლამენტის 1998 წლის 17 თებერვლის N1224-IIს დადგენილებით. ძალაშია 17.02.1998. ვადა გაუგრძელდა 2001 წლის 13 ივლისიდან. მოქმედია გავრცელების თავიდან აცილების 10.11.97 წლის შეთანხმების (N6/25) მოქმედების პერიოდის განმავლობაში.

  6. „საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის, აშშ-ს მხრიდან საქართველოსათვის სამხედრო სფეროში დახმარების თაობაზე“ ხელშეკრულება.
    დაიდო ნოტების გაცვლის გზით. (აშშ-ს საელჩოს ნოტა 04.06.99, 3გვ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა 15.07.99, 3გვ.). რატიფიცრებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 22 ივლისის დადგენილებით. ძალაშია 03.08.1999.

  7. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს\გენერალურ შტაბსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობას შორის სამხედრო მეკავშირე გუნდის მხარდაჭერის შესახებ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის“ შეთანხმების მემორანდუმი. (ქართ.4გვ. ინგ.4გვ.).
    ხელმოწერილია საქართველოს მხრიდან 28.05.1999; ამერიკის მხრიდან 16.06.1999. (გრ. ქათამაძე; ჩარლზ ვექსი). ძალაშია ბოლო ხელმოწერის დღიდან - 16.06.1999.

  8. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.14გვ. ინგ.11გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2001 წლის 18 ივნისს (სახელმწიფო მინისტრი: გიორგი არსენიშვილი; აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: კენეტ იალოვიცი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 18.06.2001.

  9. „საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ) და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას (წარმოდგენილი USIAD-ის მიერ) შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. (ქართ.10გვ. ინგ.6გვ.).
    ხელმოწერილია 2001 წლის 24 აგვისტოს (დავით კირვალიძე; მაიკლ ფარბმანი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 24.08.2001.

  10. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამის შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.4გვ. ინგ.4გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისი 2001 წლის 24 აპრილს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 21 დეკემბრის N1210-Iს დადგენილებით, სადაც ასევე გაკეთდა გაუთვალისწინებელი დათქმა. აღნიშნული დათქმა გაუქმდა საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 14 აგვისტოს N2968-რს დადგენილებით. ძალაშია 14.08.2003.

  11. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის შესახებ“ ხელშეკრულება. (ქართ.8გვ. ინგ.8გვ.).
    ხელმოწერილია 2000 წლის 8 ნოემბერს (ნ. ჩხობაძე). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 08.11.2000.

  12. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება”. (ქართ.13გვ. ინგ.10გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2002 წლის 10 დეკემბერს (ი.მენაღარიშვილი; რიჩარდ მაილსი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 21 მარტის N1991-IIს დადგენილებით. ძალაშია. გასარკვევია ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი.

  13. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის აშშ-ს მხრიდან საქართველოსათვის სამხედრო სფეროში დახმარების აღმოჩენის შესახებ“ შეთანხმება.
    დაიდო ნოტების გაცვლის გზით. (ქართ.3გვ. ინგ.4გვ.). (აშშ-ს საელჩოს ნოტა 07.06.2000; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა 06.09.2000). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 28 დეკემბრის N704-რს დადგენილებით. ძალაშია რატიფიკაციის დღიდან - 28.12.2000.

  14. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტემენტს შორის შესყიდვებსა და მომსახურებაზე“ (საქართველოს-აშშ-01) შეთანხმება. (ინგ.33გვ. ქართ.29გვ.).
    ქართული ვერსია ხელმოწერილია ქ. თბილისში 2002 წლის 2 ოქტომბერს; ინგლისური ვერსია ხელმოწერილია ქ. შტუტგარტში 2002 წლის 26 აგვისტოს და ქ. თბილისში 2002 წლის 29 აგვისტოს (დავით თევზაძე; ქრეგ რასმუსენი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 6 ივნისის N2340-IIს დადგენილებით.

  15. განახლდა - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტემენტს შორის შესყიდვებსა და მომსახურებაზე“ (საქართველოს-აშშ-02) შეთანხმება. (ინგ.53გვ. ქართ.66გვ.).
    ხელმოწერილია 2013 წლის 6 ივნისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 ივლისის N868-რს დადგენილებით. ძალაშია 02.08.2013. გაგზავნილია შეტყობინების ნოტა აშშ-ს საელჩოში 02.08.2013 (01/31752).

  16. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი გარკვეული ვალების კონსოლიდირებისა და რესტრუქტურირების შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.8გვ. ინგ.8გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 06.03.2002 (ზ. ნოღაიდელი და ფილიპ რემლერი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 19 ნოემბერის N1754-Iს დადგენილებით. გაგზავნილია შეტყობინების ნოტა 2003 წლის 28 იანვარს.

  17. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაყიდვის თაობაზე“ ხელშეკრულება. (ქართ.11გვ. ინგ.9 გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 1998 წლის 27 თებერვალს (მარტინ ადამსი; ბაკურ გულუა). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 26 სექტემბერის N5346-IIს დადგენილებით. ძალაშია.

  18. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაყიდვის თაობაზე“ ხელშეკრულება. (ქართ.10გვ. ინგ.9 გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 1997 წლის 6 მარტს (კრისტოფერ გოლდუეიტი; თედო ჯაფარიძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 16 თებერვლის N4387-Iს დადგენილებით. გაგზავნილია შეტყობინება 14.03.07 (4/5116-14). ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. ძალაშია.

  19. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაყიდვის თაობაზე“ ხელშეკრულება.
    ხელმოწერილია 1999 წლის 28 ივლისს (ბ. გულუა და დ. ონოფრიშვილი). გაგზავნილია დასკვნებზე. ძალაშია.

  20. „საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციასა და შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაყიდვის თაობაზე“ ხელშეკრულება.
    ხელმოწერილია 1999 წლის 28 ივლისს (ბ. გულუა და დ. ონოფრიშვილი). გაგზავნილია დასკვნებზე.

  21. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე“ ხელშეკრულება 416 (ბ) პუნქტის თანახმად. (ქართ.11გვ.).
    ხელმოწერილია 2001 წლის 10 მარტს აშშ-ს მხრიდან; 2001 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მხრიდან (ფრენკ ლი; ზურაბ ნოღაიდელი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 10.08.2001.

  22. „მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული მასალების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. 10.04.98. (მ.კაკაბაძე).

  23. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.4გვ. ინგ.3გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2002 წლის 30 დეკემბერი (ლ.მიქელაძე). ძალაშია.

  24. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის პირთა გადაცემის შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.3გვ. ინგ,2გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2003 წლის 10 თებერვალს (ი.მენაღარიშვილი; სტივენ რადმეიქერი).

  25. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. (ქართ.9გვ. ინგ.6გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2003 წლის 12 ივნისს (ი.მენაღარიშვილი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 12.06.2003.

  26. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის პროგრამის "სურსათი პროგრესისათვის" შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება”. (ქართ.13გვ. ინგ.11გვ.).
    ხელმოწერილია 2003 წლის 19 აგვისტოს (ა.ვენმანი; დ.კირვალიძე). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 19.08.2003.

  27. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისა და თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ“ განზრახულებათა მემორანდუმი. (ქართ.7გვ. ინგ.5გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2004 წლის 26 თებერვალს (ზაზა კანდელაკი; პატრიცია მოლერი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 26.02.2004.

  28. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოქმი. (ქართ.14+2გვ. ინგ.9+2გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2004 წლის 23 მარტს (ზ.ჟვანია და რიჩარდ მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 23.03.2004.

  29. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის პროგრამის "სურსათი პროგრესისათვის" შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება. (ქართ.12გვ. ინგ.11გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2004 წლის 28 აპრილის (ა.ვენმანი; ზ.ჟვანია). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 28.04.2004.

  30. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნა-გამოცდილების გაუვრცელებლობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორება. (ქართ.2გვ. ინგ.2გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2004 წლის 19 მარტს; ქ. ვაშინგტონში 2004 წლის 23 მარტს (პ.გაფრინდაშვილი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ივნისის N228-რს დადგენილებით. ძალაშია 22.07.2004.

  31. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ექსპერტიზის გაუვრცელებლობაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორება (30 მილიონი). (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.).
    ხელმოწერილია ქ.თბილისში 2004 წლის 30 აგვისტოს (ვ.სიხარულიძე; ჯეიმს რეიდი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 9 დეკემბრის N663-IIს დადგენილებით. ძალაშია 25.01.2005.

  32. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის ტერორიზმის შეჩერების პროგრამის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული“ შეთანხმება. (ქართ.4გვ. ინგ.2გვ.).
    ხელმოწერილია 2004 წელს. (ი.ოქრუაშვილი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან -2004.

  33. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება. (ქართ.16გვ. ინგ.16გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისი 2005 წლის 18 მარტს (ზ.ნოღაიდელი; რ.მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 18.03.2005.

  34. „საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ“ შეთანხმების ვადის გაგრძელების თაობაზე ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმება. (ქართ.2გვ. ინგ.2გვ.).
    აშშ-ს ნოტა 2004 წლის 3 დეკემბერი; საქართველოს ნოტა 2005 წლის 22 აპრილი. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 ივნისის N1659-Iს დადგენილებით. ძალაშია 14.07.2005.

  35. „საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება”. (ინგ.7გვ.).
    ხელმოწერილია 2004 წლის 13 იანვარს (ზ.ჟვანია; რიჩარდ მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 13.01.2004.

  36. „საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის პროგრამის "სურსათი პროგრესისათვის" შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების ცვლილება 1. (ქართ.4გვ. ინგ.4გვ.).
    ხელმოწერილია 2003 წლის 24 დეკემბერს (ზ.ჟვანია; რიჩარდ მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 24.12.2003.

  37. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახით და საქართველოს მთავრობას შორის ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმება (კომპაქტი)”. (ქართ.45+144გვ. ინგ.26+64გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ნიუ-იურკში 2005 წლის 12 სექტემბერს (ს.ზურაბიშვილი; ჩარლზ ო.სეტნესი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 28 ოქტომბრსი N20005-IIს დადგენილებით. გაგზავნილია შეტყობინების ნოტა და ინფორმაცია MCC-ში 22.11.2005. ძალაშია.

  38. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისიში 2005 წლის 25 ოქტომბერს და ქ. ვაშინგტონში 2005 წლის 3 ნოემბერს (ი.ოქრუაშვილი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის N2702-Iს დადგენილებით. ძალაშია 23.03.2006.

  39. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული, გარანტირებული ან დაზღვეული გარკვეული ვალების რესტრუქტურირების თაობაზე“ ხელშეკრულება. (ქართ.7გვ. ინგ.7გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისიში 2005 წლის 18 ნოემბერს (დ.გვინდაძე; ჯ.ტეფტი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის N2705-Iს დადგენილებით. ძალაშია 02.06.2006.

  40. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორება.
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2006 წლის 21 ივნისს და ქ. ვაშინგტონში 2006 წლის 23 ივნისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 13 ოქტომბრის N3572-IIს დადგენილებით. ძალაშია 25.10.2006.

  41. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება (N3). (ქართ.12გვ. ინგ.9გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2006 წლის 26 ივლისს (ზ.ნოღაიდელი; ჯ.ტეფტი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 26.07.2006.

  42. „I ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" დანიშვნის ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების "კომპაქტის" ფარგლებში გარკვეული სამთავრობო უფლებების, უფლებამოსილებების და ვალდებულებების განმახორციელებლად საქართველოს მთავრობას, მოქმედს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის”. “II ხელშეკრულება შესყიდვების თაობაზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას ფინანსთა სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობას და ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს შორის”. “III მართვის ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა სამინისტროს და MCA-საქართველოს შორის”. “IV თანხის გაცემის (ჩარიცხვის) ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, ფინანსთა სამინისტროს, რომელის წარმოადგენს საქართველოს მთავრობას და ფონდ-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი) შორის”. 2006 წლის 7 აპრილის წერილებით (პრემიერ-მინისტრი და MCC) ძალაში შევიდა ზემოხსენებული შეთანხმებები.

  43. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2007 წლის 26 თებერვალს და ქ. ვაშინგტონში 2007 წლის 6 მარტს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 3 ივლისის N5I92-რს დადგენილებით. ძალაშია 10.07.2007.

  44. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.19გვ; ინგ.21გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2007 წლის 21 ივნისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 26 სექტემბრის 5352-IIს დადგენილებით. დასრულებულია აშშ მხრიდან. ძალაშია 06.12.2007.

  45. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება. (ქართ.3გვ; ინგ.3გვ.).
    ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2007 წლის 20 ივნისი. ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 20.06.2007.

  46. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2008 წლის 22 თებერვალს და ქ. ვაშინგტონში 2008 წლის 5 მარტს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 5 ივლისს N106-რს დადგენილებით. ძალაშია 15.07.2008.

  47. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ზოგიერთი კულტურული ფასეულობების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.4გვ; ინგ.4გვ.).
    ხელმოწერილია 2008 წლის 28 ივლისს, ქ. ვაშინგტონში. დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 სექტემბრის N431 ბრძანებულებით. გაგზავნილია შეტყობინების ნოტა 6/4609-14; 17.09.08. ძალაშია.

  48. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით და საქართველოს მთავრობას შორის ფულადი გადარიცხვის შესახებ“ საგრანტო ხელშეკრულება. (ქართ.9გვ. ინგ.8გვ.).
    ხელმოწერილია 2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში (ნ.გილაური, ჰ.ფორი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 22.10.2008.

  49. „აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”. (ქართ.6გვ. ინგ.5გვ.).
    ხელმოწერია ქ. ვაშინგტონი 2009 წლის 9 იანვარს (გ.ვაშაძე, კ.რაისი). ძალაშია.

  50. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. (ქართ.10გვ. ინგ.10გვ.).
    ხელმოეწერილია ქ.თბილისში 2009 წლის 6 აგვისტოს (ნ.გვარამია, ჯ.ტეფტი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 20 ოქტომბრის N1815-IIს დადგენილებით. ძალაშია 05.11.2009.

  51. „საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების მე-10 შესწორება. (ქართ.11გვ. ინგ.10გვ.).
    ხელმოეწერილია 2009 წლის 19 ივნისს (ე.ზღულაძე; ჯ.ტეფტი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 19.06.2009.

  52. „საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების მე-11 შესწორება. (ქართ.23გვ. ინგ.16გვ.).
    ხელმოწერილია 2009 წლის 21 სექტემბერს (ნიკა გილაური, კენტ ლოგსდონი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 21.09.2009.

  53. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გასაფორმებელი დახმარების შესახებ“ ხელშეკრულება (ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის). (ქართ.20გვ. ინგ.12გვ.).
    ხელმოეწერილია 2010 წლის 25 თებერვალს (კ.ბაინდურაშვილი; ხოსე ფერნანდესი). რატიფიცირებლ იქნა საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 12 მარტის N2779-Iს დადგენილებით. ძალაშია 12.04.2010.

  54. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.).
    ხელმოწერილია 2009 წლი 7 აპრილს, ქ. თბილისში და 2009 წლის 13 აგვისტოს ქ. ვაშინგტონში (გ.მუჩაიძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 23 მარტის N2819-Iს დადგენილებით. ძალაშია 12.04.2010.

  55. “საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის გასაფორმებელი დახმარების შესახებ“ ხელშეკრულება. (ქართ.44გვ. ინგ.28გვ.).
    ხელმოეწერილია 2010 წლის 12 აგვისტოს (კ.ბაინდურაშვილი; ჯონ ბასი და USAID-ჯ.მ. კონლი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 14 სექტემბრის N3573-IIს დადგენილებით. ძალაშია 29.09.2010.

  56. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შეწორება N13. (ქართ.9გვ. ინგ.8გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2010 წლის 18 ივნისს (ნ.გილაური, კენტ დ. ლოგსდონი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 18.06.2010.

  57. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შეწორება N14. (ქართ.17გვ. ინგ.22გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2010 წლის 3 სექტემბერს (ნ. გილაური, ჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 03.09.2010.

  58. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შეწორება N15. (ქართ.25გვ. ინგ.13გვ.).
    ხელმოწერილია 2010 წლის 23 სექტემებრს, ქ. თბილისში (ნ.გილაური, ჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 23.09.2010.

  59. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელმოწერილი დახმარების შესახებ“ ხელშეკრულების პირველი ცვლილება. (ქართ.3გვ. ინგ.3გვ.).
    ხელმოწერილია 2010 წლის 29 სექტემბერს (კ.ბაინდურაშვილი; ჯონათან კონლი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 26 ოქტომბრის N3768-IIს დადგენილებით. ძალაშია 03.05.2011.

  60. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ შესწორება #17. (ქართ.7გვ. ინგ.6გვ.).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2011 წლის 9 სექტემბერს (ნიკა გილაური, ოჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 09.09.2011.

  61. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ შესწორება #18. (ქართ.გვ15. ინგ.გვ.15).
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2011 წლის 26 სექტემბერს (ნიკა გილაური, ოჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 26.09.2011.

  62. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორების პროექტი. (ქართ.3გვ. ინგ.2გვ.).
    ხელმოწერილია საქართველოს მიერ 12.07.2011, აშშ-ს მიერ 8.08.2011. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 სექტემბრის N5054-IIს დადგენილებით. შეტყობინება გაიგზავნა აშშ-ში 10.10.11 (4/13541-14). ძალაშია.

  63. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი დახმარების შესახებ ხელშეკრულების “ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმოჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის“ პირველი ცვლილება. (ქართ.4გვ. ინგ.3გვ.).
    ხელმოწერილია 21.09.2011 (ფინანსთან მინისტრი-დიმიტრი გვინდაძე; USAID-ს მისიის დირექტორი-ჯონათან ქონლი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 25 ოქტომბრის N5145-IIს დადგენილებით. ძალაშია 09.12.2011.

  64. „საქართველოს ენერგეტიკისა ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ენრეგეტიკის დეპარტმენტს შორის საქართველოს რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე“ ხელშეკრულება. (ქართ.6.გვ. ინგ.5გვ.).
    ხელმოწერილია 2011 წლის 7 სექტემბერს. ძალაშია ხელმოწერის დღიდან – 07.09.2011. გაიგზავნა გამოსაქვეყნებლად 01.11.11.

  65. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის) 2010 წლის 25 თებერვალს ხელმოწერილი დახმარების შესახებ ხელშეკრულების“ მეორე ცვლილება. (ქართ.5გვ. ინგ.4გვ.).
    ხელმოწერილია 2011 წლის 30 სექტემბერს (ფინანსთან მინისტრი-დიმიტრი გვინდაძე; USAID-ს მისიის დირექტორი-ჯონათან ქონლი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 28 ოქტომბრის N5182-IIს დადგენილებით. ძალაშია 09.12.2011.

  66. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ მე-20 შესწორება. (ქართ.16გვ. ინგ.10გვ.).
    ხელმოწერილია 2012 წლის 25 სექტემბერს (ივანე მერაბიშვილი, რიჩარდ ნორლანდი). ძალაშია ხლემოწერის დღიდან - 25.09.2012.

  67. „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 25 თებერვალს ხელმოწერილი დახმარების შესახებ ხელშეკრულების“ მესამე ცვლილება.
    ხელმოწერილია 2012 წლის 28 სექტემბერს (ალექსანდრე ხეთაგური; სტეფან ჰაიკინი). ძალაშია 2012 წლის 20 დეკემბრიდან.

  68. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების“ ნომერ მეორე ცვლილება.
    ხელმოწერილია 2012 წლის 29 სექტემბერს (ალექსანდრე ხეთაგური; სტეფან ჰაიკინი). ძალაშია 2012 წლის 20 დეკემბრიდან.

  69. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. (ინგ.5გვ. ქართ.5გვ.).
    ხელმოწერილია 2013 წლის 15 აპრილს (გიორგი მარგველაშვილი, ტარა სონენშაინი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 15.04.2013.

  70. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების“ ნომერ მესამე ცვლილება.(ქართ.5გვ. ინგ.4გვ.).
    ხელმოწერილია 2013 წლის 27 სექტემბერს (ნოდარ ხადური; სტეფან ჰაიკინი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 ნოემბრის N1633-Iს დადგენილებით. ძალაშია 18.02.2014.

  71. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ მე-21 შესწორება. (ქართ.25გვ. ინგ.15გვ.).
    ხელმოწერილია 2013 წლის 27 სექტემბერს (ბიძინა ივანიშვილი, რიჩარდ ნორლანდი). ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N104 დადგენილებით. შეტყობინება გაეგზავნა აშშ-ს მხარეს 2014 წლის 17 თებერვალს. ძალაშია 17.02.2014.

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.