საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

14.11.2019 რეიკიავიკი - დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და  ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან.


საქართველოსა და არგენტინას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

13.11.2019 არგენტინა - არგენტინის ტურიზმის სამდივნოში ხელი მოეწერა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სამდივნოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.


ლონდონში ყოველწლიური ღონისძიება „რუსთაველის დღე“ გაიმართა

12.11.2019 ქ. ლონდონი- ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და Royal Asiatic Society-ის ერთობლივი ორგანიზებით ლონდონში ყოველწლიური ღონისძიება, „რუსთაველის დღე“ გაიმართა, რომელიც წელს ანგლო-ქართულ კავშირებს მიეძღვნა. კონფერენცია გახსნეს ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წევრმა დავით გიგაურმა და Royal Asiatic Society-ის ...


თურქეთში საქართველოს ელჩი ქ. დუზჯეში უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

12.11.2019 თურქეთი - ქ.დუზჯეში სამუშაო მივლინების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან, ნიგარ დემირჯან ჩაქართან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მხარდა...


რომში ქართული პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა

12.11.2019 იტალია - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომის ლიტერატურულ სახლში, პოეზიის ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაცია და ანთოლოგიაში შემავალ პოეტებთან შეხვედრა გაიმართა. 


საქართველოს ელჩმა უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

10.11.2019 უკრაინა - უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. 


ქ. რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

8.11.2019 იტალია - რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“, რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ფოტო ისტორია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სხვადასხვა პერიოდში დევნილი ...


საქართველოს ელჩი სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

7.11.2019 სლოვენია - გაიმართა სლოვენიაში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის შეხვედრა სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ საქმეთა და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევა ტომიჩთან.


აშშ-ში საქართველოს საელჩომ სტუდენტებისთვის მიღება გამართა

8.11.2019 აშშ - ელჩმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის (GSPM) სტუდენტებსა და თანამშრომლებს.  


საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ ზაგრებში შეხვედრები გამართა

8.11.2019 ხორვატია -საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ზაგრებს, სადაც შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან მირო კოვაჩთან; საქართველო-ხორვატიის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ნენად სტაზიჩთან, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტ...


  < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >