თურქეთში საქართველოს ელჩი სატელიტური კომუნიკაციების კომპანიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

26.09.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის კომპანიის (TÜRKSAT) გენერალურ დირექტორთან, ჯენქ შენთან.


ლატვიაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებისა და ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა

26.09.2019 ლატვია - ენების ევროპული დღეების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებისა და ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა.


დანიაში საქართველოს საელჩომ ბიზნესმენების 60 კაციან ჯგუფს უმასპინძლა

26.09.2019 დანია - საქართველოს საელჩომ დანიელი ბიზნესმენების 60 კაციან ჯგუფს უმასპინძლა ქალაქ ოლბორგიდან. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ მცირე და საშუალო ზომის დანიური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო გააცნო.


ბუდაპეშტში ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ენა პირველად იქნა წარმოდგენილი

23.09.2019 უნგრეთი - საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანების (EUNIC) ორგანიზებით გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში European Language Cocktail Bar, რომელზედაც, წელს პირველად იყო წარმოდგენილი ქართული ენა.  


რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა

23.09.2019 რუმინეთი -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქ. ვიქტორიას ეწვია, სადაც საქართველოს საელჩოსა და რუმინეთის ქალაქ ვიქტორიას მერიის ერთობლივად ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, რომელიც ქ. ვიქტორიას კულტურის სახლში მოეწყო, მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ...


საქართველოს ელჩის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან

19.09.2019 ნიდერლანდები -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან ჰანს დე ბოერსთან შეხვედრა გამართა.


საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილეს გადასცა

19.09.2019. უკრაინა - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს.


საქართველოს ელჩი კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

18.09.2019 კატარი- კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან ჯასიმ ბინ საიფ ალ სულაიტისთან.


საქართველოს ელჩმა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

16.09.2019 სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სალვა კირ მაიარდიტს.  


აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევით და საქართველოს საელჩოს ჩართულობით, კახის რაიონში ახალი თანამედროვე სკოლა გაიხსნა

13.09.2019 აზერბაიჯანი-  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა.  


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >