კანადაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილე ქართველ სამხედროებს უმასპინძლა

26.09.2017 ტორონტი - კანადის ქალაქ ტორონტოში სამხედრო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროების საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშები Invictus Games იმართება, რომელზეც საქართველოს სპორტული დელეგაცია  15 სამხედროთია  წარმოდგენილი.


საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა

25.09.2017 ფილიპინები - 25–27 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ალექსიძე  (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა) ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილას ეწვია, სადაც  საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გა...


დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი შოტლანდიაში

20.09.2017 დიდი ბრიტანეთი - 20-22 სექტემბერს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა  ედინბურგს. ვიზიტის მთავარ მიზანს შოტლანდიის ხელისუფლებასთან, ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება წა...


კორეის რესპუბლიკაში პირველად მოეწყო საქართველოს ღირსშესანიშნაობების, კულტურისა და ისტორიის შესახებ გამოფენა

20.09.2017 კორეის რესპუბლიკა -  20-22 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში პირველად მოეწყო გამოფენა საქართველოს ღირსშესანიშნაობების, კულტურისა და ისტორიის შესახებ, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ამსახველი ფოტოები, სამი სახეობის ქართული ანბანი და შუა საუკუნეების ქართული სამოსი.


პარიზში თანამედროვე საქართველოს მწერლების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა

19.09.2017 პარიზი, საფრანგეთი - პარიზის ენებისა და ცივილიზაციის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა (BULAC) და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის“ მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „თანამედროვე საქართველოს ლიტერატურული პეიზაჟი...


დოჰაში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

18.09.2017  ქ.დოჰა, კატარი - საქართველოს საელჩოსა და გალერეა „ვანდას" ორგანიზებით,  კატარას კულტურულ უბანში  თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა „Expressing Space-New Art from Georgia" გაიხსნა.


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მენიუს ქართული კერძები შეემატა

15.09.2017 დიდი-ბრიტანეთი: ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში იქნა შეტანილი.


ქ. ბრემენში ქართულ-გერმანული წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება „25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი“ გაიმართა

12.09.2017 ბრემენი, გერმანია - საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ქ. ბრემენის მერიის ისტორიულ დარბაზში გაიმართა კონფერენცია „25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი“, რომელიც სამართლის სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. 


ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან

11.09.2017 ინდონეზია - ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.   


ინდონეზიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 2 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა

08.09.2017 ინდონეზია - 6-8 სექტემბერს, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის სამხრეთ სულავესის პროვინციის დედაქალაქ მაკასარში გამართულ მე-8 საერთაშორისო ფესტივალში. სადაც წარმოდგენილი იყო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები: დავით ფირცხალავას &bdquo...


 <  3 4 5 6 7 8 9 10 11 12  >