შვედეთში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 შვედეთი- სტოკჰოლმის თების მუნიციპალიტეტის ეკლესიაში შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და შვედეთში წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელმსახურის მამა შიოს ხელშეწყობით გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09.04.2019 თბილისი- 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სამინისტროს  ხელმძღვანელმა პირებმა. მათ გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. 


​ვახტანგ მახარობლიშვილი ეკვადორის რესპუბლიკას ეწვია

8.04.2019 კიტო - ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ეკვადორის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ელისაბეტ კაბესასს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მარია ესტერ კუესტას. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ღონისძიებას უმასპინძლებს

 2019 წლის 9 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლებს  საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის -1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.  


​ვახტანგ მახარობლიშვილი ეკვადორში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

08.04.2019 კიტო - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ეკვადორის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ეკვადორში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.


მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით  საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის, 1989  წლის 9 აპრილის  30 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება. 


ირლანდიაში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

8.04.2019 დუბლინი - ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის“. ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილის  30 წლისთავს მიეძღვნა. 


თურქეთში საქართველოს ელჩი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

 8.04.2019 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსთან და მსოფლიო პატრიარქთან, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I-თან.  


საქართველოს ელჩი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ვიცე-პრემიერს შეხვდა

 8.04.2019 აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბენდინიაზ მიატიევთან და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჰარგულ აბდიევასთან.


საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის დასს სამადლობელი სიგელი გადასცა

8.04.19 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს საელჩოს სახელით,  სამადლობელი სიგელი გადასცა.


 <  66 67 68 69 70 71 72 73 74 75  > 
სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456