საქართველოს ელჩმა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 1.05.2019 ომანი-  ომანის სასულთნოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა (რეზიდენციით ქ. რიადი) რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დიპლომატიურ საკითხებში, მოჰამედ ბინ ავად ალ ჰასანს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე  განხ...


საგარეო საქმეთა სამინისტროში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შუალედური შეხვედრა გაიმართა

1.05.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისს (FCO) შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შუალედური რაუნდი გაიმართა, რომელიც, ტრადიციულად, მიზნად ისახავს წლის მთავარი, პლენარული სხდომისთვის მომზადებას.


​დავით ზალკალიანი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ „მეფის დღისადმი“ მიძღვნილ მიღებას დაესწრო

30.04.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და ნიდერლანდების სამეფოს და ჰოლანდიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - „მეფის დღე“ მიულოცა.   


დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს შეხვდა

30.04.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.


ანკარაში საქართველოს საელჩოს დაარსების 25 წლისთავი აღნიშნეს

30.04.2019  ქ. ანკარა- თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაარსების 25 წელთან დაკავშირებით საელჩოსა და ანკარის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებით, ქ. ანკარაში ჩატარდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.  ღონისძიების ფარგლებში   საქართველოს საგანგებო და ს...


დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს შეხვდა

30.04.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს.


საქართველოს ელჩმა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა

30.04.2019 ბრაზილია-ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტს, ჟორჟი ტეიშეირა პინეირუს.  


შვედეთის კულტურის სახლში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

30.04.2019 შვედეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით შვედეთის კულტურის სახლში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო გახსნა შვედ მეგობართა საზოგადოების პრეზიდენტმა სვენ ჰოლსტრომმა.


საქართველოს ელჩი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

29.04.2019 წ. აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა მურჯიკნელმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან.    


საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

26.04.2019 არაბთა გაერთიანებული საემიროები-  აბუ-დაბიში გამართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები  საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. 


 <  77 78 79 80 81 82 83 84 85 86  > 
ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678