საქართველოს მთავრობასა და ბოცვანას რესპუბლიკის მთავრობას შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

26.09.2018 ნიუ-იორკი - საქართველოსა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნითი დო...


საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ  საქართველოს მოქმედი კან...


დავით ზალკალიანი იემენის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

26.09.2018 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა,  გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა იემენის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰალედ ჰუსეინ ალემანისთან.  


საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე დამკვირვებლად მოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები.

საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, არჩევნებზე დამკვირვებლად მოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები. მოწვევა გაეგზავნა: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), ეუთო-ს, ნატო-ს და ევროპის...


უფრო ეფექტიანი ზომები უნდა ტარდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ ოკუპაციის პირობებშიც - დავით ზალკალიანი

26.09.2018 ნიუ-იორკი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


დანიაში ფოტო-გამოფენა - "რუსული ოკუპაციის 10 წელი" გაიმართა

26.09.2018 დანია- საქართველოს საელჩოში, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით,  ფოტო გამოფენა სახელწოდებით "რუსული ოკუპაციის 10 წელი" გაიმართა. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იქნა  რუსული აგრესიის და ოკუპაციის ამსახველი ნამუშევრები.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირანელ ხალხს მიუსამძიმრა

 26.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში

26.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - ღონისძიებას ესწრებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მაკედონიასთან და უკრაინასთან ერთად პორველად მიიღო მსგავი სახის ფორმატში მონაწილეობა, რაც მინისტრის განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, რო...


დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგას შეხვდა

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიბიელ კოლეგასთან, მოჰამედ ტაჰა სიალასთან.


დავით ზალკალიანის კომენტარი ჟან-კლოდ იუნკერთან და სებასტიან კურცთან გამართულ ორმხრივი შეხვედრების შესახებ

„ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია სამშვიდობო ინიციატივებზე“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართული ორმხრივი შეხვედრების შეფასებისას.


 <  38 39 40 41 42 43 44 45 46 47  > 
დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456