ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

20.09.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ლი იენთან.  


საქართველოს ელჩის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან

19.09.2019 ნიდერლანდები -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან ჰანს დე ბოერსთან შეხვედრა გამართა.


საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილეს გადასცა

19.09.2019. უკრაინა - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს.


საქართველოს ელჩი კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

18.09.2019 კატარი- კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან ჯასიმ ბინ საიფ ალ სულაიტისთან.


ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა

17.09.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანთან მარიო გატიკერთან.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ ესაუბრა

17.09.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან.


ხათუნა თოთლაძემ ქ. ჟენევაში ბავშვის უფლებათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

17.09.2019 ჟენევა - ქ. ჟენევაში გაიმართა ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიის და შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს პირველადი ანგარიშების განხილვა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საუდის არაბეთის ნავთობის ეროვნული კომპანია “Saudi Aramco”-ს კუთვნილ უმსხვილეს ნავთობტერმინალსა და ნავთობის გადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 14 სექტემბერს  საუდის არაბეთის ნავთობის კომპლექსებზე თავდასხმას და მიიჩნევს, რომ მიუღებელია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც დაპირისპირების ესკალაციას უწყობს ხელს და უარყოფითად აისახება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე.  &nb...


გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში საქართველოს თანა-ორგანიზებით ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის შესახებ პარალელური ღონისძიება გაიმართა

17.09.2019 ქ. ჟენევა - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანა-ორგანიზებით, ჰუმანიტარულ კონტექსტში ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის შესახებ პარალელური ღონისძიება „Ensuring accounatbility for the human rights of women and girls in humanitarian settings...


საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მხარესა და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

16.09. 2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის მხარესა და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის, რომელიც ეხებოდა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომი ხედვისა და პრიორიტეტების შემუშავებას.  


  < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10  > 
სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456