ლიეტუვა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად- დავით ზალკალიანი

9.09.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა ლიეტუველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩუსთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.


ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

9.09.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპისთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან.


საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

8 - 11 სექტემბერს, საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ეწვევა.


ჩვენ როგორც აქამდე, ვიქნებით თანმიმდევრული ყველა იმ მოქმედებაში, რომელიც მიმართულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ- დავით ზალკალიანი

8.09.2019 ქ. თბილისი- „ყველა ფორმატი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა არის მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა იყოს რას შეიძლება პრიორიტეტული და ამ მიმართულებით ჩვენი ქმედებები იქნება შეუქცევადი და ამ ნაბიჯებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გადავდგამთ.“-ამის შესახებ საგარეო საქმეთა ...


ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური არის არალეგიტიმური პროცესი- ლაშა დარსალია

“აღნიშნული არჩევნები, გარდა იმისა რომ არის უკანონო, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის მოადგილის...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დროებით ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში უკანონო არჩევნების თაობაზე

8.09.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2019 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს“, რაც გახლავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა ...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

 6.09.2019 - ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ  საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ...


„აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს“ - ეუთოში აშშ-ს ელჩი

6.09.2019 - ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძო, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში არსებულ ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ...


საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკელი დიპლომატის ჯონ ტეფტის სემინარი - ,,აშშ-საქართველოს ურთიერთობების ასპექტები” გაიმართა

    6.09.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ამერიკელმა დიპლომატმა, ელ...


ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

2019 წლის 5 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.


 <  12 13 14 15 16 17 18 19 20 21  > 
ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910