საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

5.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს სერ საიმონ მაკდონალდს შეხვდა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა

5.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როზარია პულისის შორის.


ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი თბილისს ეწვევა

2018 წლის 6 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი.


დავით ზალკალიანის საინფორმაციო ბრიფინგი ნატო-ს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით

5.07.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 5 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამართა საინფორმაციო ბრიფინგი ნატო-ს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით.


დავით ზალკალიანი: გერმანია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით

4.07.2018 ქ.ბერლინი  - „გერმანია აღიარებს ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას და იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას გაკეთებულ კომენტარში.


ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც განსაზღვრულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით - დავით ზალკალიანი

4.07.2018 ქ.ბერლინი - „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი, რომელიც დღეს დასრულდა ქართულ-გერმანული სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე შეხვედრით ადენაუერის ფონდში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა  იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც არის განსაზღვრული საქართველოს საგარეო...


დავით ზალკალიანი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

04.07.2018 ქ.  ბერლინი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როეტგენთან. 


საქართველოს ელჩმა საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა

4.07.2018 ქ. ათენი -  საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  იოსებ ნანობაშვილმა ათენის სამრეწველო-სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ მორიგი პრეზენტაცია გამართა.


დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა

04.07.2018 ქ. ბერლინი - ​გერმანიის ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრები საქართველოს ეწვევიან. ამის სურვილი ჯგუფის წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის დროს გამოხატეს. 


საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიას ეწვია

4.07.2018 ხორვატია -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი  ზაზა კანდელაკი (რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) სამუშაო ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას ეწვია.


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  > 
ივლისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345