საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აშშ-ში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

1.11.2017 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

12.10.2017 თბილისი - ​საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მექსიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

20.09.2017 თბილისი, საქართველო - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18.08.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით

11.08.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.  


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

8.08.2017 თბილისი - ​რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში “ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით

7.08.2017 თბილისი - ​2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შესახებ

31.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 28 ივლისს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

24.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და გმობს 2017 წლის 24 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის თაობაზე

4.07.2017 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწ...


  < 1 2 3 4 5 6 7  >