საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

26.06.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კოლუმბიის რესპუბლიკაში, ქ. მედელინის მახლობლად გემის ჩაძირვის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს პორტუგალიაში მომხდარი ხანძრის გამო

19.06.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 17 ივნისს, ცენტრალურ პორტუგალიაში, პედროგაუ გრანჯის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო, რომელსაც დიდი მასშტაბით ტყის მასივების განადგურება და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.


ყირგიზეთის რესპუბლიკის ოშის ოლქში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადგილობრივ მცხოვრებთა დაღუპვასთან დაკავშირებით

1.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 29 აპრილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის ოშის ოლქის უზგენის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანთა დაღუპვასთან დაკავშირებით. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით“ ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, იგი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახა...


​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ

06.05.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის უხეში დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 5 აპრილის, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე. წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით

31.03.2017, თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მარტს ე. წ. შეთანხმების ხელმოწერას.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით

27.03.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას 2017 წლის 27 მარტს იაპონიის ქ. ნასუში (ტოჩიგის პრეფექტურა) სკოლის მოსწავლეების საგაზაფხულო სამთო სწავლების დროს ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გამოწვეული ბავშვების მსხვერპლის და დაშავების გამო.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ

24.03.2017 - 2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა 43 სახელმწიფო.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო ს...


 <  1 2 3 4 5 6 7  >