ინფორმაცია პრესისათვის

2006 წლის 29 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს. ელჩი უახლოეს დღეებში დაასრულებს თავის მისიას საქართველოში.

ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა მადლობა გადაუხადა ბატონ ვლადიმერ ჩხიკვიშვილს ორი ქვეყნის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის. 

საქართველოში რუსეთის ფედერაციის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება  ვიაჩესლავ  კოვალენკო, რომელიც უახლოესს მომავალში შეუდგება  თავის მისიას.

 

 

2006 წლის 29 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი